პოლიტიკასხვადასხვა

ევროპარლამეტის წევრი მიკ ვოლასი – ევროკავშირი ბოლომდე დაექვემდებარა ამერიკის იმპერიას

0

ევროპარლამენტის წევრი კოლეგებს მიმართავს გასულ წელს “ჩრდილოეთ ნაკადის” მილსადენზე მომხდარი აფეთქების შესახებ, სეიმურ ჰერშის გამოძიების შედეგებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
“ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში ევროკომისიის პრეზიდენტმა, ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უმნიშვნელოვანესია გამოძიებულ იქნას “ჩრდილოეთ ნაკადის” მილსადენზე განხორციელებული თავდასხმის საქმე. მისი თქმით, მიუღებელია ევროპის ენერგეტიკულ მომარაგებაზე შეტევა და თუ გამოიკვეთებოდა, რომ ადგილი ჰქონდა წინასწარგანზრახულ ქმედებას, ევროკავშირს ექნებოდა მკაცრი პასუხი. “პულიცერის პრემიის” ლაურეატი რეპორტიორი და თანამედროვე საგამოძიებო ჟურნალისტიკის ლეგენდა, სეიმურ ჰერში აქვეყნებს მოხსენებას, სადაც წარმოადგენს დეტალურ მტკიცებულებებს, იმის შესახებ, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ბრძანებით, აშშ-მა ნორვეგიის დახმარებით ააფეთქა მილსადენები. ჰერში არის ძალიან გამოცდილი, კეთილსინდისიერი ჟურნალისტი.
ეს იყო, ევროპის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე წინასწარგანზრახული ტერორისტული თავდასხმა. ეს ასევე იყო გარემოზე განხორციელებული ტერორისტული აქტი. მაგრამ აღელვებს თუ არა ეს ევროკავშირს? ნამდვილად გაინტერესებთ ვინ ჩაიდინა ეს? ჰერში ამბობს, რომ ეს ამერიკამ ჩაიდინა. თქვენ ჰკითხეთ მათ?(ამერიკელებს) დაუსვით კითხვა – მართლა ჩაიდინეს თუ არა ეს?! თუ კითხვებსაც ვეღარ უსვამთ ამერიკელებს?! ჩვენ მათი ხელქვეითები გავხდით. ევროკავშირი საბოლოოდ დაექვემდებარა ამერიკის იმპერიას?! ისე, რომ იმასაც ვერ ვახერხებთ, კითხვები დავუსვათ?!” – განაცხადა მიკ ვოლასმა