2 მაისი, 2023 წ.
ევროსაბჭოში შვედეთის თავმჯდომარეობის დღესთან დაკავშირებით ევროპარლამენტარმა, მალინ ბიორკმა (შვედეთის მემარცხენე პარტიის წევრი), შვედი ფოტოგრაფი ელიზაბეტ ოლსონი ბრიუსელში მიიწვია, რათა 2-5 მაისს ევროპარლამენტში მისი ზოგიერთი ნამუშევრის გამოფენა მოეწყოს. 3 მაისს, ოთხშაბათს, 13:00-14:30 საათზე ევროპარლამენტის ASP 1 G 2 ოთახში ოლსონი თავისი 30-წლიანი შემოქმედების შესახებ ლექციას წაიკითხავს. გაიმართება მსუბუქი ლანჩი.
ოლსონმა “შემოქმედებით გარღვევას” 1998 წელს შვედეთის საკათედრო ტაძარში ჩატარებული გამოფენით (Ecce Homo) მიაღწია. გამოფენილ “ნამუშევრებზე” იესო, LGBTQ ადამიანებთან ერთად იყო გამოსახული. იმ დროს ევროპარლამენტში ფოტოების ჩვენებაზე უარი განაცხადეს.
წყარო: https://is.gd/qL9Mke