ერთი წელი ხდება, რაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს და ნაცვლად იმისა, რომ ყველა მხრიდან ისმოდეს მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის შესახებ, ვიღებთ რეზოლუციას, რომლსაც აბსოლუტურად საპირისპიროსკენ მივყავართ, ამიტომ მე ამაყად არ მივეცი ხმა მის სასარგებლოდ!
ის ფარდას ხდის მორიგ ტყუილს! უკრაინის დაცვის მოტივი, გადაიზარდა უკრაინის გამარჯვების აუცილებლობაში!
რას ნიშნავს ეს?!
შარშან აპრილის თვეში, მოლაპარაკების მაგიდაზე იდო შეთანხმების ტექსტი, რომლის მიეხდვითაც რუსეთი გაიყვანდა ჯარებს, უკრაინა კი უარს იტყოდა NATO-ს წევრობაზე, მაგრამ დასავლელმა მეგობრებმა, NATO-მ და ბოროტმა კლოუნმა, ბორის ჯონსონმა კიევს უთხრეს, რომ ბრძოლა გაეგრძელებინა.
და რა მივიღეთ შედეგად – მიწასთან გასწორებული ქალაქები; უკანონოდ ანექსირებული 4 რეგიონი… 108 მილიარდი დახმარების სახით, რისი გადახდაც მომავალში ათწლეულების განმავლობაში მოუწევს უკრაინის მოსახლეობას; სურსათის და ენერგეტიკული კრიზისები – ეს არის გამარჯვება?!
რიგითი მოქალაქე არასოდეს არის ომში გამარჯვებული, ისინი “საზარბაზნე ხორცის” როლს ასრულებენ სხვის თამაშებში!
აქ, თქვენ შეგიძლიათ იყვიროთ დიდება! დიდება! მაგრამ საფლავებში არ არის დიდება! და მხოლოდ საფლავები მოაქვს ამ დიდ სისულელეს!
დადგა დრო, ჩუმმა უმრავლესობამ ხმა აიმაღლოს ევროპის მასშტაბით და გამოვიდეს ქუჩებში მშვიდობის და ომის დასრულების მოთხოვნით!