“NATO არ არის თავდაცვითი ალიანსი, ის არის ომის მანქანა” – განაცხადა ირლანდიელმა ევროპარლამენტარმა სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლისას. “ჰკითხეთ ერაყის, ლიბიის, ავღანეთის მოსახლეობას…
NATO-ს რეალური მიზანია დაიცვას აშშ-ის ჰეგემონია, რომელიც მილევად რეჟიმშია, ასევე მსიფლიოში შეინარჩუნოს უნიპოლარული სისტემა – ეს არის ის, რისთვისაც NATO არსებობს.
სიტყვის თავისუფლების ეპოქაში, ამაზე ნებისმიერ დისკუსიას ახშობენ…
უკრაინაში მიმდინარე ომი – NATO-ს ნამდვილად მოწონს ის!
ისევე როგორც ამერიკის ეკონომიკა, რუსეთის ეკონომიკაც მონოპოლისტურ კაპიტალზე დგას, ორივე ქვეყანა ოლიგარქების მიერ იმართება.
ამერიკა და NATO აწარმოებენ პროქსი(გამოყენებით) ომს უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ
კაპიტალისტური იმპერიალიზმის ორი მხარე იბრძვის ერთმანეთის წინააღმდეგ, შუაში კი მილიონობით ადამიანი იჭყლიტება…
ევროკავშირის საბჭოს მიერ ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ევროპის მოსახლეობის სრულ უმრავლესობას სურს მშვიდობა და არა ომი, რომელიც რუსეთის დასჯას ემსახურება.
მაგრამ NATO-ს კატეგორიულად არ უნდა მშვიდობა!
მე მინდა გავიგო – რა სურს რეალურად ევროკავშირს?!” – თქვა ევროპარლამენტარმა.