პოლიტიკასხვადასხვა

ევროპარლამენტარი მიკ ვოლასი: ძალიან მეცოდება ევროპა!

0

„მიუტევებელია რუსეთის უკანონო შეჭრა უკრაინაში. წარმოუდგენელ მასშტაბებს აღწევს ნგრევა, სიკვდილი და არეულობა, ისევე, როგორც ყველა სხვა ომებში. მაგრამ ასეთივე უპატიებელია, დასავლელი ლიდერების ხელშეწყობა იმისათვის, რომ ეს ომი დაუსრულებლად გრძელდებოდეს. ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებების და სამშვიდობო მოლაპარაკების ინიციატივების ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ, რომ მოსალოდნელი მძიმე შედეგების გაუაზრებლად დასავლეთი სულ უფრო ღრმად ერთვება ამ ომში. ჩვენ ვახდენთ უკრაინის წაქეზებას, რომ შეეცადოს ყირიმის დაბრუნებას. ოკეანის ორივე მხარეს, ექსპერტები ამბობენ, რომ ეს სრული სიგიჟეა და რომ შესაძლოა ამან ბირთვულ დაპირისპირებამდე მიგვიყვანოს. ასევე, ამით ჩვენ ვუბიძგებთ რუს ხალხს დაირაზმოს ყირიმის დასაცავად. ზელენსკი სხვადასხვა ტრიბუნიდან ითხოვს უფრო და უფრო მეტ იარაღს, მაგრამ მისგან არც ერთი სიტყვა არ ისმის მშვიდობის შესახებ! საინტერესოა, რამდენი საკუთარი თანამემამულე უნდა გაიყვანოს სასაკლაოზე, იქამდე სანამ ის მოსალაპარაკებლად დაჯდება?! ამავდროულად საინტერესოა, რამდენმა ევროპელმა უნდა დაკარგოს საკუთარი სახლი და სამსახური, რომ ბოლოს და ბოლოს NATO-მ დაუშვას მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობა?! და ბოლოს მე მინდა ვიკითხო: რა დაემართა ევროპის მშვენებას – გერმანიას?! როგორ შეიცვალა შოლცი, რომელიც ამბობდა, რომ რუსეთის გარეშე ევროპაში მშვიდობა ვერ დამყარდებოდა?! თავდაპირველად მან ჩაფხუტები გააგზავნა, ახლა კი ტანკებს აგზავნის… მებრალება ევროპა…!“