პოლიტიკასხვადასხვა

ევროპარლამენტარი მიკ ვოლასი – მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ვერ გამოიყენეს უცხოურმა ძალებმა და ვერ აქციეს მსხვერპლად მათი ინტერესებისთვის

0

ევროპარლამენტარი ირლანდიიდან, მიკ უოლასი საქართველოში იმყოფება. მან შეხვედრები გამართა საქართველოს პარლამენტის წევრებთან. ვიზიტის შესახებ ის საკუთარი ტვიტერის გვერდზე წერს – “ძალიან ლამაზი ქვეყანაა საქართველო, საოცარი ხალხით და შთამბეჭდავი ისტორიით – შოკის მომგვრელია ისტორიები სააკაშვილის ბრუტალური მმართველობის შესახებ, რომლის დროსაც მოსახლეობის 10% გაასამართლეს, უამრავი ადამიანი აწამეს, ჩვენ კი ევროპარლამენტის წევრებს ვუსმენთ, რომლებიც მის გათავისუფლებას ითხოვენ…?
საქართველოს სურს ყველასთან ჰქონდეს კარგი ურთიერთობა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ვერ გამოიყენეს უცხოურმა ძალებმა და ვერ აქციეს მსხვერპლად მათი ინტერესებისთვის.”