პოლიტიკასხვადასხვა

ევროპა დაიღალა მილიონების და შეიარაღების „შავ ხვრელში გაგზავნით” – პოლკოვნიკი მაკგრეგორი

0

კონსერვატიული პორტალი “საქართველო უპირველეს ყოვლისა” გთავაზობთ FOX NEWS-ზე შემდგარი ინტერვიუს წერილობით ვერსიას თალსი გაბარდი და პოლკოვნიკი დუგლას მაკგრეგორი

თალსი გაბარდი: ადამიანები მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო იტანჯებიან, ყველაფერი ძვირდება და მათი ხარჯები იზრდება, რაც პირდაპირ დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან. თუმცა, ჩვენი ქვეყნის ლიდერებს მშვიდობა არ აინტერესებთ. თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, რომელიც ორმოცდაათი ქვეყნის ხელმძღვანელთან შესახვედრად მიემართება, არა სამშვიდობო დეკლარაციის, არამედ უკრაინის დაფინანსების ახალი რაუნდის შესახებ განაცხადებს. ეს მათი ფული არ არის, ეს ამერიკელი ხალხის ფულია! უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი, სავარაუდოდ, დიდი ოცეულის ლიდერთა წინაშე სიტყვით გამოვა, რათა გავლენა მოახდინოს მათზე და კიდევ უფრო მეტი სამხედრო დახმარება მიიღოს. ზელენსკის მშვიდობა არ აინტერესებს, მას ომის საწარმოებლად მეტი ფულის მიღება სურს.
ბაიდენმა და მისმა ადმინისტრაციამ ამ დამოკიდებულებას იმით შეუწყო ხელი, რომ  ჩვენი საგარეო პოლიტიკის მართვის სადავეები ზელენსკის გადასცა. მას უთხრეს, თქვენ მოქმედების თავისუფლება გაქვთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რაც გინდათ, იმდენი ხანი, რამდენი ხანიც გსურთ, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა არ გეკისრებათ. ისინი ამერიკელ გადასახადის გადამხდელს ყოველ ცენტს გამოწურავენ, მათ აბსოლუტურად არ ადარდებთ თუ როგორ ხარჯავს ჩვენს ფულს უკრაინა, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი თუ ის კომპანიები, რომლებიც სამხედრო უწყებათა შეკვეთებს ასრულებენ.
ამ სიგიჟეზე აშშ-ის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკი დუგლას მაკგრეგორი ისაუბრებს. დუგლას, მიხარია რომ გხედავთ, რას იტყვით?
მაკგრეგორი: მართალს ბრძანებთ. ვფიქრობ ეს ოსტინის კიდევ ერთი თავზეხელაღებული მცდელობა, რამენაირად შემოაბრუნოს დამოკიდებულება უკარინის მიმართ. სიმართლე ის გახლავთ, რომ ევროპელები ამ ომის დაფინანსებით დაიღალენენ. ისინი დაიღალნენ შეიარაღების და მილიონების “შავ ხვრელში.” გაგზავნით. ოსტინს ზეგავლენა გაუჭირდება, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ გენერალმა მილმა გადაწყვიტა პრეზიდენტს „ნიუ იორკ თაიმსის” ფურცლებიდან პირადი რჩევა გაუზიაროს. მისი თქმით, უკრაინელებმა, საკუთარი შესაძლებლობები ამოწურეს. ახლა კი მოლაპარაკებების დაწყების დრო მოვიდა.
მაკგრეგორი: ტექსტში იკითხება, ირიბი მითითება რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია. გენშტაბის უფროსის შეფასებით, უკრაინა დიდი პრობლემების წინაშე დგას. მათ აღარ ჰყოფნით სამხედრო ძალა, არ აქვთ ელექტროენერგია ან სხვა სახის ენერგია, არც საწვავი, არც საკმარისი საკვები თუ წყალი. ომს ასი ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თითქმის ამდენივე დაიჭრა. ისინი ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაცვივდნენ. მათ მოლაპარაკების დაწყებას ურჩევენ, რადგან რუსები ზამთრში შეტევისთვის ემზადებიან, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალებსა და კიევის რეჟიმს ბოლოს მოუღებს. ამგვარად, ერთი მხრივ, ბაიდენის ადმინისტრაცია გვეუბნება, მოდით, კიდევ უფრო მეტი ფული ჩავყაროთ ამ წამგებიან ომში, ხალხი ამით დაიღალა. ხოლო, მეორე მხრივ, გაერთიანებული შტაბის უფროსი ამბობს, რომ ეს თამაში თითქმის დასრულდა. მოდით, მოლაპარაკების მაგიდას მივუსხდეთ.
თალსი გაბარდი: დაგ, უბრალოდ აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ზელენსკის მოუწოდა, სიმულაცია მოახდინოს თითქოს იგი მოლაპარაკებისთვის მზად არი, რადგან თუ ის ამას არ მოაჩვენებს სხვებს, ყველა დაფიქრდება გააგრძელოს თუ არა ამ ომის დაფინანსება.
საინტერესოა როდის შევიტყობთ სიმართლეს, რადგან მათ არ სურთ, რომ სიმართლეს ფარდა აეხადოს. დიდი მადლობა პოლკოვნიკო, ყოველთვის სასიამოვნოა თქვენთან საუბარი.