30 მაისი, 2023 წ.
დღეს არავის ჰყოფნის გამბედაობა და უნარი, რომ ევროპას უხელმძღვანელოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირს, განსაკუთრებით კი ევროკომისიას პოლიტიკური ლიდერშიპი არ ჰყავს. ამის შესახებ ხუთშაბათს ბუდაპეშტის კონფერენციაზე უნგრეთის იუსტიციის მინისტრმა, იუდით ვარგამ, განაცხადა.
„დღეს ევროკავშირში არასამთავრობო ორგანიზაციები, ფონდები და ანალიტიკური ცენტრები ეუბნებიან ევროპას, როგორ მართოს ევროპა, მათი ლიდერების ნების გათვალისწინებით“, – დასძინა უნგრელმა მინისტრმა.
„ბოლო დროს ასიმეტრიული მიზეზების გამო ევროკავშირის ხელმძღვანელობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ნდობის კრიზისი წარმოიშვა. ეს იმიტომ ხდება, რომ უნგრეთის მთავრობა, ევროკავშირის ინსტიტუტებისგან განსხვავებით, ამბობს იმას, რასაც ფიქრობს და აკეთებს იმას, რასაც ამბობს“, – განაცხადა ვარგამ.
უნგრელი მინისტრის თქმით, ევროპა ისტორიის სცენაზე წონასწორობას კარგავს, კრიზისები არ ელევა და მიგრაციის კრიზისის შემდეგ ისეთი პოლიტიკის გატარებას ცდილობს, რომელიც მთლიანად უგულებელყოს თავისი მოქალაქეების რეალურ მოთხოვნილებებს. პანდემიის დროს ინსტიტუციონალური სისტემა ჩამოიშალა, შემდეგ კი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალდაკვალ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით ევროპამ თავისი ინტერესები დააზიანა.
„ამავე დროს, ევროპის დასაცავად მუდმივად უნდა ვებრძოლოთ მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს განაჩენებსა და სამართალწარმოებებს“.
ვარგამ ისიც აღნიშნა, რომ კოვიდკრიზისისას ევროკავშირმა ვაქცინებთან დაკავშირებით გარიგებები დადო, თუმცა ეს ტექსტური შეტყობინებები არასოდეს გაგზავნილა. იგულისხმება ბუნდოვანი საქმე, რომელშიც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი იყო გარეული.
„მოდით, ვისაუბროთ იმაზე იცავენ თუ არა წესებს ევროკომისია, ევროპარლამენტი, ევროინსტიტუციები, მუშაობს თუ არა კანონის უზენაესობა ამ ინსტიტუტებში“, – განაცხადა მინისტრმა.
ვარგას თქმით, ევროპარლამენტი შიშობს, რომ ბუდაპეშტი კრიტიკულად შეაფასებს ევროკავშირის ინსტიტუტების დისფუნქციურ მდგომარეობას და სწორედ ამიტომ უნდა, რომ უნგრეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობა დაბლოკოს.