საზოგადოებასხვადასხვა

ევროკავშირმა არ უნდა გვასწავლოს როგორ ვიცხოვროთ – ამბობს მამა ალექსანდრე გალდავა შვედურ ყოველდღიურ გამოცემა Dagens Nyheter-თან ინტერვიუში

0

ცნობილმა ჟურნალისტმა, ანა-ლენა ლაურენმა საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ ვრცელი რეპორტაჟი მოამზადა. სტატია 18 მარტს შვედურ და ფინურ გამოცემებში გამოქვეყნდა.

მამა ალექსანდრე გალდავას ჟურნალისტმა ჰკითხა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის შესახებ.
“ჩვენ კარგად გვესმის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხანგრძლივი პროცესია, იმასაც ვიაზრებთ, რომ საქართველო ისე ვერ მიიღებს მხარდაჭერას თუ თვითონაც არ გასცა რაიმე, ვხვდებით რომ მთელი ეს პროცესი ურთიერთდამოკიდებულებას გულისხმობს. ჩვენ მზად ვართ, მათგან ბევრი რამ ვისწავლოთ, ვთქვათ – როგორ მოვაწყოთ უკეთესად ადმინისტრაციული ინსტიტუტები, როგორ გავაუმჯობესოთ მმართველობა და ა.შ. მაგრამ მათ არ უნდა გვასწავლონ როგორ ვიცხოვროთ, რა მოგვწონდეს, რისი გვწამდეს, რა შევინარჩუნოთ და რა შევცვალოთ” – ამბობს მამა ალექსანდრე.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მამა ალექსანდრესთვის, ისევე, როგორც ქართველების უმრავლესობისთვის მიღებელია LGBT პროპაგანდის თავს მოხვევა.
“საქართველოში არანაირი ჰომოფობია არ არსებობს, ჩვენთვის უბრალოდ მიუღებელია, ნებისმიერი სექსუალური ხასიათის ქმედების საჯაროდ გამოტანა, არ აქვს მნიშვნელობა ჰეტეროა ეს თუ სხვა ტიპის. სამწუხაროა, რომ ამ თემის დაკავშირება ხდება საქართველოს სამომავლო წევრობასთან, ეს ნეგატიურად მუშაობს. საზოგადოების აღქმაში ევროკავშირი მიუღებელი იდეოლოგიის თავსმოხვევასთან არ უნდა ასოცირდებოდეს”- აცხადებს მოძღვარი.
სტატიის ავტორი წერს, რომ მამა ალექსანდრე იხსენებს ფაქტებს, როდესაც გასულ წლებში ევროსტრუქტურები ეკლესიას აკრიტიკებდნენ და ჰომოფობიაში დებდნენ ბრალს, მეტიც ისინი უხეშად ერეოდნენ ეკლესიის შიდა საქმეში და კრიტიკულად განიხილავდნენ პატრიარქის 2016 წლის ქადაგებას, რომელშიც ქართული ეკლესიის წინამძღვარმა ჰომოსექსუალიზმს დაავადება და ცოდვა უწოდა.
“ისინი ითხოვენ LGBT პრაიდის ჩატარებას, ჩვენთვის ეს მიუღებელია. საქართველოში საჯარო სივრცეში ქალის და კაცის კოცნაც კი არ არის მიღებული, ჩვენ უბრალოდ არ გვიყვარს გარეთ გამოტანა, ეს არის და ეს. არანაირი ჰომოფობია არ არსებობს.
ისინი აფინანსებენ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ცდილობენ გააშავონ ეკლესია და ჩვენი პატრიარქი, ისინი მიზანმიმართულ კამპანიებს აწარმოებენ ეკლესიის დისკრედიტაციის მიზნით” – აცხადებს მამა ალექსანდრე.
მღვდელი, ასევე იხსენებს შემთხვევას, როდესაც მას პირადად ჰქონდა შეხვედრები ევროკავშირის წარმომადგენლებთან, მათ შორის ევროპარლამენტის წევრებთან, რომლებიც მისი თქმით, სააკაშვილზე უმტკიცებდნენ, რომ ის დემოკრატი პოლიტიკოსი და კარგი მმართველია.
“მიმტკიცებდნენ სააკაშვილზე, რომელიც სისხლიანი რეჟიმის შემქმნელია და რომლის მმართველობის პირობებშიც ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევას; ციხეებში ხდებოდა პატიმრების წამება; დაუცველი იყო კერძო საკუთრების უფლება და სიტყვის თავისუფლება, ცხადია მიუღებელია, რომ ასეთ ლიდერს აცხადებენ დემოკრატიულ და კარგ მმართველად – იხსენებს მამა ალექსანდრე.
ინტერვიუში, მამა ალექსანდრე უკრაინაში მიმდინარე ომსაც შეეხო.
“საქართველომ რუსეთის აგრესია საკუთარ თავზე ბევრჯერ გამოსცადა, 2008 წელს ევროკავშირი ისეთივე აქტიური რომ ყოფილიყო, როგორიც ახლა არის, დღეს რუსეთი ევროპაში ბომბებს ვერ ჩამოყრიდა. საქართველომ ბევრი გააკთა უკრაინის მხარდასაჭერად, მაგრამ ომი და მეორე ფრონტი ჩვენს ინტერესებს ეწინააღმდეგება – აცხადებს მამა ალექსანდრე გალდავა Dagens Nyheter-თან ინტერვიუში.

წყარო: https://www.dn.se/varlden/eu-ska-inte-undervisa-oss-i-hur-vi-ska-leva/