პოლიტიკასხვადასხვა

ევროკავშირის ყოფილი კომისარი: გერმანია სუსტი „ავადმყოფი“ ქვეყანაა

0

27 ივნისი, 2023 წ.

ევროკავშირის ყოფილი კომისრის, გიუნტერ ეტინგერის (CDU), განცხადებით,  გერმანია „პატივაყრილი ქვეყანაა“, რომელიც ინოვაციური შესაძლებლობების ნაკლებობისა და რეფორმების უგულებელყოფის გამო სუსტდება.

რამდენიმე დღის წინ ბერლინში ‘თავისუფალი პრესის მედია ასოციაციის ‘კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას გერმანელმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მასაზრდოებელი წყარო „ავადაა“, რომელსაც „რეაბილიტაცია“ სჭირდება.

ეტინგერმა ფედერალურ მთავრობას რადიკალური ცვლილებების გატარება მოსთხოვა.

„ჩემი აზრით, გერმანია სუსტდება, იგი პატივაყრილი ქვეყანაა“, – განაცხადა ეტინგერმა, რომელიც სხვადასხვა დროს ბადენ-ვიურტემბერგის პრემიერ-მინისტრის, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში, ასევე  ციფრული ეკონომიკისა და ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის თანამდებობებს იკავებდა.

გასულ თვეს, ზედიზედ ორ კვარტალში დაფიქსირებული შემცირების შემდეგ, გერმანიის ეკონომიკა ტექნიკურ რეცესიაში შევიდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებით, გერმანიის ეკონომიკა ერთადერთი გლობალური ეკონომიკაა, რომელიც წელს შემცირდება, რაც იწვევს შიშს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში იგი ევროპის წამყვანი ეკონომიკის სტატუსს დაკარგავს.

ეტინგერმა გერმანიაში პოლიტიკური დებატების ხარისხთან დაკავშირებითაც გამოთქვა წუხილი. ყოფილი მაღალჩინოსანი ეჭვობს, რომ პოლიტიკური ლიდერები ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებს ვერ გაუმკლავდებიან.

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ‘ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის’ (CDU) წევრების თქმით, გერმანიაში პოლიტიკური დისკურსი სტაგნაციაშია. მათი სიტყვით, მიმდინარე წარუმატებლობებზე არა მხოლოდ ფედერალური მთავრობაა პასუხისმგებელი, არამედ სუსტი ოპოზიციაც, რომელიც ხელისუფლებას პასუხს ვერ სთხოვს.

როგორც ჩანს, არსებული სტატუს-კვოს მიმართ საზოგადოება იმედგაცრუებულია, რაზეც ის ფაქტიც მიუთითებს, რომ გასულ კვირას ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ‘ალტერნატივა გერმანიისთვის’ (AfD) მხარდამჭერთა რიცხვმა 20 პროცენტს მიაღწია. გერმანიაში ამ მემარჯვენე კონსერვატიული პარტიის პოპულარობა თანდათანობით იზრდება.

ამ წარმატების გამო AfD-ს სერიოზული შანსი უჩნდება, რომ მომავალში გერმანიის ფედერალური მთავრობის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლის შეასრულოს, რადგან ‘სოციალ-დემოკრატების’ (SPD) თანასწორი ხდება, რომელიც ‘შუქნიშან კოალიციაში’ ყველაზე დიდი პარტიაა (მთარგმნ. შენიშვნა: ‘შუქნიშან კოლაიციაში’ იგულისხმება გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (წითელი), თავისუფალი დემოკრატიული პარტიისა (ყვითელი) და ალიანსი 90/მწვანეების (მწვანე) კოალიციური მთავრობა).

წყარო: https://rmx.news/germany/germany-is-a-sick-country-in-decline-claims-former-eu-commissioner/