პოლიტიკასხვადასხვა

ევროკავშირი უარყოფს, რომ ფონ დერ ლაიენი უკრაინაზე ზეწოლას ახორციელებდა, რათა კიევს უნგრეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდება შეეწყვიტა

0

19 მაისი, 2023 წ.

ევროკომისიამ უარყო ბრალდებები ვითომც ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინას ‘დრუჟბას’ ნავთობსადენში რუსული ნედლი ნავთობის ნაკადის შეჩერება შესთავაზა.
„ეს სიცრუეა. პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენს არასოდეს ჰქონია კავშირი სტატიებში ნახსენებ მთავრ აღმასრულებელ დირექტორთან და არასოდეს არავის არ მოუწოდებია, რომ ‘დრუჟბას’ ნავთობსადენზე რაიმე მოქმედება განეხორციელებინა“, ამის შესახებ საინფორმაციო პორტალ ‘ტელექსს’ (Telex) უნგრეთში ევროკომისიის წარმომადგენლობამ განუცხადა.
ბრალდებებს ფონ დერ ლაიენის პრესსამსახურმაც უპასუხა: „პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენს არასოდეს მიუცია ასეთი რეკომენდაცია ‘დრუჟბას’ ნავთობსადენთან დაკავშირებით და ამ საკითხზე არავისთან ჰქონია კომუნიკაცია“.
როგორც უკვე ვწერდით, „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებული საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, უკრაინა ‘დრუჟბას’ ნავთობსადენის აფეთქებას გეგმავდა, რომლის მეშვეობითაც რუსეთიდან უნგრეთში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში, რუსული ნედლი ნავთობი მიედინება. დოკუმენტებში ასევე ნათქვამია, რომ ზელენსკიმ თებერვალში ვიცე-პრემიერ იულია სვირიდენკოსთან შეხვედრისას წინადადება წამოაყენა, რომ უკრაინას უნგრეთის ენერგოინფრასტრუქტურა, რომელიც რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული, მწყობრიდან გამოეყვანა.
უნგრელმა ევროპარლამენტარმა ტომაშ დაიჩმა ფონ დერ ლაიენს მოუწოდა ახსნა-განმარტება გააკეთოს იმასთან დაკავშირებით შესთავაზა თუ არა უკრაინას, რომ მას უნგრეთისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრია, ნავთობის მიწოდება შეეწყვიტა.
ცხადია, უნგრეთს რუსული ნავთობის მიწოდების შეწყვეტა მძიმე ეკონომიკურ შედეგებს მოუტანდა.
ევროპარლამენტში ვიქტორ ორბანის პარტია ‘ფიდესის’ (Fidesz) ჯგუფის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რათა დარწმუნდნენ, რომ ყველა ცხადად აღიქვამს სიტუაციას, ელიან, რომ ფონ დერ ლაიენი ნათელს მოჰფენს თავის როლს იმასთან დაკავშირებით, რომ უნგრეთზე ზეწოლის მიზნით უკრაინას ნავთობის მიწოდების შეწყვეტა უბრძანა.

წყარო: https://rmx.news/hungary/eu-denies-von-der-leyen-pressured-ukraine-to-cut-hungarys-russian-oil-supply/