სანქციებმა ვერ შეაჩერა ომი უკრაინაში. მიუხედავად ამისა, საგარეო საკითხებში უმაღლესი წარმოამდგენელი ჯოზეფ ბორელი სანქციების პოლიტიკის გაგრძელებას აანონსებს. “ევროკავშრის არ ჰქონია მოლოდინი, რომ სანქციები რუსეთს ომის შეწყვეტას აიძულებდა” – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
გასაგებია, რომ სანქციებს არ შეუძლია უკრაინაში ომის დასრულება, მაგრამ ამასობაში რუსეთის ეკონომიკას ადგება მნიშვნელოვანი ზიანი, იმისათვის, რომ მან ვერარ შეძლოს ომის დაფინანსების გაგრელება – თქვა ბორელმა, ეროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ შეხვედრაზე. მან ასევე განმარტა, რომ სანქციებმა შეიამცირა რუსეთის სახედრო შესაძლებლობები და ამის გამო ის დიდი დანაკარგებს განიცდის ბრძოლის ველზე.
ამ მოსაზრებას არ ეთანხმებან სხვა ევროპელი ლიდერები. მაგალითად: უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის შეფასებით, საქციები უფრო მეტად აზიანებს ევროპას და ევროპელებს, ვიდრე რუსეთს. სურსათზე და ენერგო რესურსებზე ფასების მატება და მაღალი ინფლაცია გახდა ორბანის გადაწვეტილების მიზეზი, წლის ბოლოსთვის გააუქმოს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები.
ორბანის პოზიციას მხარს უჭერს საბერძნეთის ლიდერიც, სხვა სახელმწიფოების მეთაურებთან ერთად, მაგრამ ევროკაშვირის შიგნით რჩებიან ლიდერები, რომლებიც ევროპის მხრიდან ოფრო მეტ სამხედრო ჩართულობას უჭერენ მხარს, მათ შორის უკრაინელი სამხედროების ევროპის მიწაზე წვრთნის საკითხს.
ამჟამად, საგარეო საქმეთა მინისტრები მსჯელობენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევასთან დაკავშირებით. ბორელის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უკვე 8 მლრდ ევროს ღირებულების შეიარაღება და სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობა მიაწოდეს უკრაინას.
მედიის ინფორმაციით მინისტერიალზე მიიღებენ ერთობლივ რეზოლუციას, რომელიც დამატებით შეზღუდვებს გულისხმობს მესამე ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთს სამხედრო მხარდაჭერას უწევენ.
ჯოზეფ ბორელის განცხადებით, უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით, რეკორდულად მოკლე დროში, 15.000 უკრაინელი სამხედრო წვრთნისა და გადამზადების კურსებს პოლონეთში გაივლის.
ბორელმა ასევე აღნიშნა, რომ ფრონტზე წარუმატებლობის ფონზე, რუსეთის სამიზნე ხდება ენერგეტიუკული ობიექტები.
მილიონობით ადამიანი წყლის, გაზისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, რაც კიდევ უფრო ამძიმებს უკრაინელი ხალხის მდგომარეობას. თუმცა, უკრაინა არ არის ერთადერთი, ვინც ამით ზიანდება, ენერგო ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილის განადგურებამ, პრობლემები შეუქმნა მოლდოვას, რომელიც ზამთრის მოახლოებასთან ერთად, უმძიმეს ენერგო კრიზის განიცდის. მოლდოვაში ინფლაციის ისტორიულად მაღალი მაჩვენებლებია. დეფიციტის გამო უპრეცედენტოდ არის გაზრდილი კომუნალური ხარჯები. არსებული სოცლიალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლების მიზეზი გახდა.