23 აგვისტოს მომხდარ ავიაკატასტროფას და ევგენი პრიგოჟინის დაღუპვას ბრიტანული პრესა ერთხმად უწოდებს ვლადიმირ პუტინის შურისძიებას
23 აგვისტოს რუსეთის ქალაქ ტვერის სიახლოვეს ჩამოვარდნილ თვითმფრინავ Embraer Legacy-ის ბორტზე მყოფი ათივე მგზავრის დაღუპვასთან ერთად, საბოლოოდ დადასტურდა, რომ დაღუპულებს შორისაა რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამაარსებელი და ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი.
პრიგოჟინის დაღუპვის ფაქტზე მსოფლიო პრესა და ელექტრონული მედია სხვადასხვა ვერსიას გამოთქვამს, თუმცა საინტერესო და ნიშანდობლივია რამდენიმე ბრიტანული წამყვანი პრესის (The Sun, Daily Mirror, Daily Mail და სხვ.) პრინციპულად იდენტური ჰედლაინები: „პუტინის შურისძიება“; „იყო თუ არა ეს პუტინის საშინელი შურისძიება“ და ა.შ. ძალიან საინტერესოა აშკარად გამოხატული ტენდენცია, რომ ბრიტანული პრესა ამ ავიაკატასტროფისა და ევგენი პრიგოჟინის დაღუპვის სხვა არცერთ ვერსიას, გარდა მოცემულისა, არც კი განიხილავს.