საზოგადოებასხვადასხვა

ერეკლე დეისაძის ლექსად ნათქვამი – საბჭოთა სულისკვეთების კოლექტიური წერილების ავტორ თვითგამოცხადებულ მწერლებს

0

*

იყო და არა იყო რა,
იყო ოთხასი მწერალი,
სუყველას თავი ეგონა –
პოსტმოდერნიზმის
მწვერვალი.

და ვისი შრომაც დაფასდა
ხუთიათასად – პრემიით,
პრემია ,,საბას” ჩამოსხმა,
ხელში ეჭირათ –
გრემივით.

ვარსკვლავებივით
ბრწყინავდა,
თვალზე მომდგარი ცრემლები,
წაგებულს ანუგეშებდნენ
მდიდარი
გამომცემლები.

ადგენდნენ პეტიციებს და
წერდნენ კრიტიკულ წერილებს,
წინა წელს ვინც გამოტოვეს,
შემდეგ წელს დააჭერინეს..

ასეთი წესი დამკვიდრდა,
(ნუ გეგონებათ ხუმრობა)
მწერალს უხდება  – შიმშილი,
პრემიას – პომპეზურობა.

ჰოდა მშიერო მწერალო,
აღწერე შენი მხარეო,
სამშობლო შეარცხვინე და
დონორი გაახარეო.

იყო და არა იყო რა,
იყო ოთხასი მწერალი,
სუყველას თავი ეგონა –
პოსტმოდერნიზმის
მწვერვალი.