კვირას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, თურქეთში შეერთებული შტატების ელჩი ჯეფრი ფლაკი მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც ამერიკელი ოფიციალური პირი ოპოზიციის ლიდერ ქემალ კილიჩდაროღლუს შეხვდა.
სოციალ-დემოკრატმა კილიჩდაროღლუმ მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ უკვე განაცხადა. მას ხუთი პატარა პოლიტიკური პარტია უჭერს მხარს.
თავის მხრივ, ერდოღანმა აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა. „რადგან სირცხვილი არ გაქვს, თავით იფიქრე, ელჩი ხარ. აქ თქვენი თანამოსაუბრე პრეზიდენტია… ჩვენი კარები მისთვის დახურულია; იგი შესვლას ვერ შეძლებს. რატომ? დაე, იცოდეს თავისი ადგილი“, – ერდოღანის სიტყვებს თურქული გაზეთი ‘სტარი’ (Star) ციტირებს.
წყარო: https://is.gd/XEkdJa