საზოგადოებასხვადასხვა

ექვსი წლის ბავშვების მშობლებს განუცხადეს, რომ მათ შვილებს „LGBT პრაიდის” მაისურები აუცილებლად უნდა ჩაეცვათ

0

მომავალ უქმეებზე ავსტრალიის საფეხბურთო კლუბ ‘მელბურნ ვიქტორის’ (A-League Men) მატჩის ტაიმებს შორის შესვენებისას ვერ ითამაშებენ ის ბავშვები, რომლებიც ‘LGBT პრაიდის’ მაისურებს არ ჩაიცმევენ.
ექვსი-შვიდი წლის ბავშვების მშობლებს განუცხადეს, რომ მათი შვილები ‘პრაიდ ქაფის’ (Pride Cup, ‘სიამაყის თასი’) ტაიმებს შორის შესვენებისას გამართულ მინი თამაშში ვერ მიიღებდნენ მონაწილეობას თუ LGBTQ+ მაისურებს არ ჩაიცმევდნენ.
რჩევა მშობლებს:
„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ დღეს ‘მელბურნ ვიქტორი’ იზეიმებს ‘სიამაყის თასს’. ამგვარად, შესვენებისას გამართულ მინი თამაშში მონაწილეობის მსურველ ბავშვებს სპეციალურად შექმნილი ‘პრაიდის’ მაისურები უნდა ეცვათ. თუ ამ სარეგისტრაციო ფორმას შეავსებთ, ეთანხმებით, რომ თქვენმა ბავშვმა საფეხბურთო კლუბ ‘მელბურნ ვიქტორის’ ‘პრაიდის’ მაისური ჩაიცვას“.
როდესაც მშობლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმის შესახებ, რომ თინეიჯერები „სოციალურ და კულტურულ საკითხებში არ უნდა ჩაერთოთ“, განუცხადეს, რომ მათ ბავშვებს „სხვა დღეს შეეძლოთ მონაწილეობის მიღება“.
„ვისაც ამ დღეს გამართულ თამაშში მონაწილეობა მიღება არ სურს, შესაძლებლობა ექნება სხვა დღის მატჩში ითამაშოს, რომელშიც კომფორტულად იგრძნობს თავს. ჩვენ ამის შესახებ ვიზრუნეთ“.
‘სიამაყის თასს’ მას შემდეგ ჩაეყარა საფუძველი, რაც გასულ წელს ‘ადელაიდ იუნაიტედის’ ფეხბურთელმა, ჯოშ კავალომ, თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ საჯაროდ განაცხადა. იგი მამაკაცთა ‘ა ლიგაში’ მოასპარეზე პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ამის შესახებ საზოგადოებას ამცნო.
მოედანზე სათამაშოდ გამოსული ‘ადელაიდ იუნაიტედისა’ და ‘მელბურნ ვიქტორის’ მოთამაშეების მაისურებზე გამოსახული ნომრები და სამკლავურები ცისარტყელას ფერებით იქნება გაფორმებული.

წყარო: https://is.gd/zmMP0q