პოლიტიკასხვადასხვა

ეპშტეინის სიაში ცნობილ გვარებს შორის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ამჟამინდელი დირექტორის გვარიც ფიგურირებს

0

1 მაისი, 2023 წ.

2014 წელს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ამჟამინდელი დირექტორი უილიამ ბერნსი სამჯერ შეხვდა ჯეფრი ეპშტეინს, როდესაც ობამას ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო, ეპშტეინი კი ბავშვების სქესობრივი ექსპლუატაციის ბრალდებით იყო გასამართლებული, იუწყება „უოლ სტრიტ ჯორნალი“ (Wall Street Journal).
გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, რომლებიც ეპშტეინის განრიგსაც მოიცავს, ბერნსი და ამერიკელი ფინანსისტი პირველად ვაშინგტონში შეხვდნენ ერთმანეთს, სანამ ყოფილი დიპლომატი ეპშტეინს მანჰეტენზე მდებარე სახლში ესტუმრებოდა.
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს პრესმდივნის, თემი კაპერმენ ტორპის, განცხადებით, ბერნსი მაშინ შეხვდა ეპშტეინს, როდესაც თანამდებობის დასატოვებლად ემზადებოდა.
„დირექტორმა არაფერი იცოდა მის შესახებ, გარდა იმისა, რომ იგი ფინანსური სფეროს ექსპერტად გააცნეს. მათ არანაირი ურთიერთობა არ ჰქონიათ“, – დასძინა ტორპმა.
უილიამ ბერნსი, რომელიც წლების წინ რუსეთში შეერთებული შტატების ელჩად მსახურობდა, 2021 წელს ჯო ბაიდენმა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორად დანიშნა.
„კარიერული დიპლომატი და რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი 67 წლის ბ-ნი ბერნსი, 2014 წელს რამდენჯერმე შეხვდა ეპშტეინს, ამ დროს ბ-ნი ბერნსი სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო.
ლანჩი აგვისტოში იურიდიული ფირმა „სთეფთოუ ენდ ჯონსონის“ (Steptoe & Johnson) ოფისში იყო დაგეგმილი. დოკუმენტებიდან ჩანს, რომ სექტემბერში ეპშტეინმა თავის სახლში ბ-ნ ბერნსთან ორი შეხვედრა დაგეგმა. ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ ეპშტეინმა დაგეგმა, რომ ბ-ნ ბერნსს აეროპორტში თავისი მძღოლი წაიყვანდა.
ქ-ნ ტორპის თქმით, ბ-ნი ბერნსი იხსენებს, რომ ეპშტეინი ვაშინგტონში საერთო მეგობარმა გააცნო და შემდეგ ერთხელ შეხვდა ნიუ იორკში. „დირექტორი ვერ იხსენებს მათი შემდგომი კონტაქტის შესახებ, მათ შორის აეროპორტში წასვლას“, – განაცხადა ტორპმა (WSJ).
2014 წლის ოქტომბერში ეპშტეინთან შეხვედრიდან ერთი თვის თავზე ბერნსმა სახელმწიფო დეპარტამენტში თანამდებობა დატოვა, რათა კარნეგის მშვიდობის ფონდს ჩასდგომოდა სათავეში. ბერნსი ამ ანალიტიკურ ცენტრს 2021 წლამდე ხელმძღვანელობდა, სანამ ბაიდენი ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორად დანიშნავდა.
დოკუმენტების მიხედვით, ეპშტეინი ასევე კარგად იცნობდა კეტრინ რამლერს, რომელიც ობამას პრეზიდენტობისას თეთრი სახლის იურიდიული მრჩეველი იყო. რამლერი 2022 წელს „გოლდმენ საქსის“ (Goldman Sachs) მთავარ იურისტად დაინიშნა… 2006 წელს ეპშტეინი ფლორიდაში 14 წლის გოგონებთან სქესობრივი ძალადობის გამო გაასამართლეს.
ეპშტეინმა კეტრინ რამლერი არიან დე როტშილდთანაც დააკავშირა, რომელიც ამჟამად შვეიცარიულ კერძო ბანკს – Edmond de Rothschild Group – ხელმძღვანელობს. ბანკისა და „გოლდმენ საქსის“ პრესმდივნის თქმით, როტშილდის ბანკმა შეერთებულ შტატებში სხვადასხვა საკითხის მოსაგვარებლად რამლერის იურიდიული ფირმა დაიქირავა.
2019 წელს, როდესაც ჯეფრი ეპშტეინი დააპატიმრეს, შვეიცარიულმა ბანკმა განაცხადა, რომ ქ-ნი დე როტშილდი არასოდეს შეხვედრია ეპშტეინს და მასთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ ჰქონია (WSJ).
ბანკმა „უოლ სტრიტ ჯორნალთან“ აღიარა რომ იცრუა. როტშილდი და ეპშტეინი ბანკში ერთმანეთს ხვდებოდნენ ხოლმე.

ახალ ანგარიშში სხვა ცნობილი გვარებიც ფიგურირებს:
ბარდის კოლეჯის პრეზიდენტი ლეონ ბოტშტეინი;
ნოამ ჩომსკი, რომელსაც 2015 წელს ეპშტეინთან ერთად მანჰეტენის სახლში, რომელშიც არასრულწლოვანებთან ერთობოდნენ ხოლმე, უნდა ესადილა;
ანთროპოლოგი ჰელენ ფიშერი;
ჰენრი კისინჯერის კორპორატიული საკონსულტაციო ფირმის ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორი ჯოშუა კუპერ რამო;
ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი მარტინ ნოვაკი;
ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ბარაკი.
დოკუმენტებიდან ასევე ირკვევა, რომ 2013 წლის სექტემბერში ბ-ნი რამო ეპშტეინის მანჰეტენის სახლში ეჰუდ ბარაკთან ერთად საუზმეზე იყო მიწვეული.

წყარო: https://is.gd/J0Knth