იტალიის დამოკიდებულება ემიგრანტების მიმართ იქნება სამართლიანი, მაგრამ მკაცრი!
არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში იტალიაც ერთვება, ამის შესახებ იტალიის ახლად დანიშნულმა თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. გვიდო კროზეტომ ევროკავშირს მოუწოდა სერიოზულად მოეკიდოს ხმელთა შუა ზღვაში არსებულ პრობლემებს.
იტალიის მთავრობამ, რომელსაც სულ ახლახან კონსერვატორული შეხედულების ჯორჯა მელონი ჩაუდგა სათავეში, განაცხადა, რომ მკაცრი პასუხს გასცემს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების იტალიის პორტებში გადასმის ძველ საქმიანობას გააგრძელებენ.
კროზეტოს განაცხადებით, იტალია არალეგალურ იმიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემას გაუმკლავდება. მინისტრის თქმით, ევროპული მთავრობები არალეგალური იმიგრაციით ჯიბეს ისქელებენ.
სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის გამო იტალიას წლებია, რაც მიგრანტების დიდი ტალღა მიაწყდა. გაეროს მონაცემებით, ქვეყანამ მხოლოდ 2020 წელს 90 ათასი მიგრანტი მიიღო.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იტალიას საფრანგეთის „მტერს“ უწოდებს მიგრაციული კონფლიქტის გამო
ხმელთაშუა ზღვაში გემით მიგრანტების მიღების საკითხთან დაკავშირებით იტალიასა და საფრანგეთს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა იტალიის მთავრობა „საფრანგეთის მტრად“ მოიხსენია.
ორ ევროპულ ქვეყანას შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც გემზე – Ocean Viking – თავმოყრილი 234 ჩრდილოეთაფრიკელი მიგრანტის მიღებაზე უარი განაცხადა.
იტალიის პრემიერის თქმით, საფრანგეთი კოლონიურ პოლიტიკას აგრძელებს და აფრიკელებს მიგრაციისკენ უბიძგებს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი, ჯორჯა მელონის საქციელი „არაჰუმანურად“ შეაფასა, რადგან პრემიერმა Ocean Viking-ის მიგრანტების მიღებაზე უარი განაცხადა.
იტალიამ მიგრანტების გემებს ნავსადგომში შესვლის უფლება მისცა, თუმცა ნაპირზე გადმოსვლის უფლება არა. მიგრანტებთან დაკავშირებული საკითხი, სავარაუდოდ, ორი ქვეყნის ურთიერთობებში აქტუალური იქნება.
ალჟირელმა მიგრანტმა პარიზში მცხოვრები ფრანგი გოგონა გააუპატიურა
საშინელი მკვლელობა მოხდა საფრანგეთში. 12 წლის ფრანგი გოგონას გაუპატიურებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილ ალჟირელ მიგრანტს, რომელიც საფრანგეთში ვადაგასული სტუდენტური საბუთით ცხოვრობდა, ორი თვის წინ ქვეყნის დასატოვებლად 30 დღე მისცეს.
გარდაცვლილი გოგონას ცხედარი რამდენიმე დღის წინ პარიზის მე-19 ოლქში ჩემოდანში გადამალული იპოვეს, რომელსაც ხელი ბორკილებით ჰქონდა დაბმული, ყელზე კი ღრმა ჭრილობა აღენიშნებოდა.
საზარელმა მკვლელობამ ყველა შოკში ჩააგდო. მსოფლიო მედია ამ თემაზე ალაპარაკდა. საფრანგეთის კონსერვატიული პოლიტიკური ძალები მასობრივი მიგრაციისა და ეროვნულ უსაფრთხოების საკითხებზე დებატების განახლებას ითხოვენ.
ავღანელმა მიგრანტმა 73 წლის მამაკაცს დანა 30-ჯერ დაარტყა
31 წლის ავღანეთის მოქალაქემ 73 წლის მამაკაცი დანით აჩეხა. მკვლელი საფრანგეთის დედაქალაქის მე-19 ოლქში დააკავეს. გარდაცვლილის ცხედარი ოთხშაბათს შუადღისით იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ავღანელ მამაკაცს მასპინძელთან თავშესაფრის უფლება მისცეს, მიუხედავად იმისა, რომ იგი სექსუალური ხასიათის ძალადობაში იყო შემჩნეული. უცნობია, იცოდა თუ არა მსხვერპლმა მიგრანტის მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაულები.
73 წლის მამაკაცის ცხედარი, სიმონ-ბოლივარის გამზირზე მდებარე საკუთარ სახლში იპოვეს. გამოძიებასთან დაახლოებული წყაროს ცნობით, მოკლული მამაკაცს ტანზე, კისერსა და სახეზე 30 ჭრილობა აქვს მიყენებული.
2020 წელს მიგრანტების დამცველი ასოციაცია Itinérance-ის ხელმძღვანელი ჟან დიუსინი ავღანელმა მიგრანტმა ძილში რკინის კვერთხის დარტყმით მოკლა. მსხვერპლმა, მკვლელს თავის საცხოვრებელ ბინაში თავშესაფრის უფლება მისცა.
2016 წელს გერმანიაში მცხოვრებმა მიგრანტმა მასპინძელი ოჯახის 19 წლის ქალიშვილი გააუპატიურა და მოკლა. მოკლული მარია ლადენბურგერის მამა, ევროკავშირის ჩინოვნიკი გახლდათ, მსხვერპლი კი დრეზდენის სამედიცინო სასწავლებლში სწავლობა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში თავდასხმების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.
ყოველ დღე 900-მდე ძალადობის ფაქტი ვლინდება. იმატა ცივი იარაღის გამოყენებით ჩადენილმა დანაშაულმაც. საფრანგეთში ყოველდღიურად, საშუალოდ, სექსუალური ხასიათის 220 ძალადობრივი შემთხვევა ფიქსირდება.
ბოლო წლებში საგრძნობლად იმატა მკვლელობებმა და მკვლელობის მცდელობებმა. ათწლეულების განმავლობაში მასობრივი მიგრაციის შედეგად საფრანგეთის ციხეში პატიმართა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ქვეყანაში არც ამდენი უცხოელი არალეგალი ცხოვრობდა.
Ocean Viking-ის შემთხვევა ზღვაში წვეთია. მხოლოდ 2021 წელს, საფრანგეთის მთავრობას თავშესაფრის მოთხოვნით 121,554 ადამიანმა მიმართა, 279,925 ადამიანს ბინადრობის ნებართვა სურდა, 733,070 კი ვიზას ითხოვდა.
საფრანგეთის მთავრობა საკმაოდ დიდი ხანია, რაც მასობრივ იმიგრაციას უჭერს მხარს, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგებს ქვეყანაში უცხოელთა მასობრივი შემოდინება არასოდეს მოსწონდათ, რადგან შედეგები უსაფრთხოების, საზოგადოებრივი სიმჭიდროვისა თუ ცხოვრების დონის თვალსაზრისით დრამატული და არასაიმედო გახდა.
კვლევები აჩვენებს, რომ საფრანგეთის მოსახლეობის უმრავლესობა იმიგრაციია პრობლემასთან დაკავშირებით მთავრობის პოლიტიკას უარყოფითად აფასებს.
CSA-ს ინსტიტუტის მიერ CNews-ისთვის მომზადებული ექსკლუზიური გამოკითხვის თანახმად, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა, ფრანგების აბსოლუტური უმრავლესობა, 77 პროცენტი, მიიჩნევს, რომ მთავრობა ქვეყანაში უცხოელთა მასობრივ შემოდინებას „ვერ“ აკონტროლებს.