პოლიტიკასხვადასხვა

ეკრანებზე Sound of Freedom-ის გამოსვლის შემდეგ დონალდ ტრამპი და როჯერ სტოუნი მელ გიბსონს შეხვდნენ

0

11 ივლისი, 2023 წ.

8 ივლისს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და როჯერ სტოუნი ჰოლივუდის მსახიობ მელ გიბსონს შეხვდნენ.

შეხვედრა შაბათს საღამოს UFC 290-ის ტურნირის კულისებში მას შემდეგ შედგა, რაც ეკრანებზე ფილმი Sound of Freedom-ი გამოვიდა, რომელიც ბავშვთა ტრეფიკინგის თემას ეძღვნება. ფილმის მთავარი პრომოუტერი მელ გიბსონია.

„დღესდღეობით ჩვენს სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი პრობლემა ადამიანებით, განსაკუთრებით კი ბავშვებით ვაჭრობა“, − განაცხადა ჰოლივუდის მსახიობმა.

UFC-ის ბოსმა დანა უაითმა პირობა დადო, რომ ბილეთის საფასურს თავის ყველა თანამშრომელს გადაუხდის, რათა ეს ინოვაციური ფილმი ნახონ.

Thepostmillennial.com-ის ინფორმაციით, ტრამპი მელ გიბსონს როჯერ სთოუნთან ერთად შეხვდა. კულისებში გამართულმა შეხვედრამ დამსწრეებსა და მედიასაშუალებებში აჟიოტაჟი გამოიწვია.

კულისებიდან გამოსულ დონალდ ტრამპს, რომელსაც თან დანა უაითი ახლდა, აღფრთოვანებული ადამიანები დიდი ოვაციებით შეხვდნენ.

Sound of Freedom-ს, რომელიც აშშ-ში 4 ივლისს გამოვიდა ეკრანებზე, შთამბეჭდავი დებიუტი ჰქონდა. კინოთეატრების სალაროებში ბილეთები სწრაფად გაიყიდა. Sound of Freedom სათავეში ჩაუდგა „საკასო ფილმების“ სიას. ფილმმა პირველ დღესვე 14 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების შემოსავალი მიიღო და უკან ჩამოიტოვა ისეთი მეტოქეები, როგორებიცაა „დისნეის“ „ინდიანა ჯონსი“, რომელმაც პირველ დღეს (30 ივნისი) მხოლოდ 11.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შემოსავალი მიიღო, იუწყება Deadline.com-ი.

Sound of Freedom-მა მოლოდინს გადააჭარბა. თავდაპირველად პროგნოზირებდნენ, რომ ფილმი პირველ კვირაში 11-15 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შემოსავალს მიიღებდა, თუმცა ამ ნიშნულს მხოლოდ ერთ დღეში გადააჭარბა.

https://thepostmillennial.com/breaking-president-trump-holds-meeting-with-mel-gibson-after-sound-of-freedom-tops-box-office

https://twitter.com/OliLondonTV/status/1677764788791791616