პოლიტიკასხვადასხვა

ე.წ. „ფაქტების შემმოწმებლები” ლიბერალური ძალების ინტერესებს ემსახურებიან, მათ უკან კი ჯორჯ სოროსი დგას

0

„დეზინფორმაციის მამხილებელი“ ე.წ. „ფაქტების შემმოწმებლები“ (fact-checkers) მემარცხენე-ლიბერალების თავსმოხვეული სატყუარაა. „ფაქტების შემმოწმებლებისა“ და „დეზინფორმაციის“ ექსპერტების ინდუსტრია ბოლო წლებში აღმოცენდა. მისი მეშვეობით ლიბერალები მთელ მსოფლიოში განსხვავებული აზრის ჩახშობას ცდილობენ. ამ ორგანიზაციების დაფინანსების შესწავლას მილიარდერ ჯორჯ სოროსთან მივყავართ.
ამერიკული ყოველდღიური გაზეთი „ნიუ იორკ პოსტი“ (The New York Post) გაჰყვა სოროსის დოლარების კვალს, რომელიც ორგანიზაციების გლობალურ ქსელს აკავშირებს. მათი მიზანი შემდეგია: ინტერნეტში ჩაახშონ და ეჭვქვეშ დააყენონ კონსერვატიული შეხედულებები.
აი, რას ვკითხულობთ კონსერვატიულ „ნიუ იორკ პოსტში“: „მოგვიანებით ამ წელს, ღია წერილში, რომელსაც თერთმეტმა მემარცხენე-ლიბერალურმა ჯგუფმა მოაწერა ხელი, სოროსის დაფინანსებულმა „ლიდერთა კონფერენციამ“ უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების (Big Tech) მთავარ აღმასრულებელ ხელმძღვანელებს მოუწოდა „დაუყოვნებელი“ ზომები მიიღონ ე.წ. „საარჩევნო დეზინფორმაციის“ გასავრცელებლად, რათა დემოკრატიისთვის „ძირის გამოთხრა არ დაუშვან“. ხელმომწერებმა ოთხ წელიწადში სოროსისგან 30,3 მილიონი აშშ დოლარი მიიღეს. როგორც უნგრულმა გამოცემმა „რემიქსმა“ (Remix) დაადგინა, ‘ფეისბუქის’ დამტკიცებული „ფაქტების შემმოწმებელი“ თერთმეტი ორგანიზაციიდან, რომლებიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედებენ, რვას სოროსი აფინანსებდა. შეერთებული შტატების შემთხვევაშიც, ეს „ფაქტების შემმოწმებელი“ ჯგუფები ძირითადად პოლიტიკურ მემარჯვენე ძალებს აკრიტიკებენ.
პოინტერის ინსტიტუტის (Poynter Institute) ერთ-ერთი პროექტი – ‘საერთაშორისო ფაქტების შემმოწმებელი ქსელი’ (IFCN) – 2015 წელს ამოქმედდა. მას საწყის ეტაპზე აფინანსებდნენ: დემოკრატიის ეროვნული ფონდი (National Endowment for Democracy, რომელსაც მხარს უჭერს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი), ‘ოდიმიარის ქსელი’ (Omidyar Network), ‘გუგლი’ (Google), ‘ფეისბუქი’ (Facebook) ‘ბილ და მელინდა გეითსის ფონდი’ (Bill & Melinda Gates Foundation) და ჯორჯ სოროსის ‘ღია საზოგადოების ფონდები’ (Open Society Foundations).
„ფაქტების შემოწმება“ ლიბერალების დაწესებული ონლაინ ცენზურის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც სოციალური ქსელების კომპანიებს აძლევს პოლიტიკურად ნეიტრალურ საბაბს, რათა კონსერვატიული შეხედულებები ცენზურას დაუქვემდებარონ.

წყარო: https://is.gd/1GBi3k