პოლიტიკასხვადასხვა

დრო უკრაინის სასარგებლოდ არ მუშაობს

0

ჩვენ გვყავს შემართებით აღსავსე პარტნიორი უკრაინაში, რომელიც მზადაა აიღოს პასუხისმგებლობა ომის შედეგებზე, რათა ეს ჩვენ არ მოგვიწიოს სამომავლოდ

ერთობლივ წერილში, რომელიც 7 იანვარს „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნდა, თეთრი სახლის ყოფილი მაღალჩინოსნები კონდოლიზა რაისი და რობერტ გეითსი შავით თეთრზე წერენ, რომ დრო უკრაინის სასარგებლოდ არ მუშაობს. რაისი 2005-2009 წლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებდა, გეითსი კი 2006-2011 წლებში პენტაგონს ხელმძღვანელობდა.
რაც შეეხება უკრაინის ომს, ერთადერთი, რაც გარკვეულია არის ის, რომ ბრძოლა და ნგრევა გაგრძელდება.

რაისისა და გეითსის პროგნოზით, ვლადიმირ პუტინი ცდილობს მთელი უკრაინა რუსეთის კონტროლქვეშ დააბრუნოს ან თუ ამას ვერ მოახერხებს გაანადგუროს და სიცოცხლისუნარიანობა მოუსპოს. „რუსეთის პრეზიდენტს მიიჩნია, რომ მისი ისტორიული ბედისწერა და მესიანური მისია რუსეთის იმპერიის აღდგენაა, ხოლო როგორც წლების წინ ზბიგნევ ბჟეზინსკიმ განაცხადა, რუსეთის იმპერია უკრაინის გარეშე ვერ იარსებებს“, – ვკითხულობთ სტატიაში.
ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, „პუტინს ფიქრობს, რომ უკრაინაში დრო მის სასარგბელოდ მუშაობს და შეუძლია უკრაინელების გამოფიტვა. ასევე მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატებისა და ევროპის ერთიანობა საბოლოოდ დაიშლება“. სტატიის ავტორები მიიჩნევენ, რომ „რუსეთის ეკონომიკა ომის პერიოდში მნიშვნელოვან დარტყმას მიიღებს, თუმცა რუსებს უფრო მეტიც გადაუტანიათ“.

უმჯობესია, პუტინი ახლა გააჩერო, ვიდრე აშშ-სა და ნატო-სგან მეტი არ მოუთხოვიათ.
ჩვენ ვეთანხმებით ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიციას, რომ რუსეთთან პირდაპირი კონფრონტაცია აცილებული უნდა იყოს. თუმცა, გათამამებულმა პუტინმა ასეთი შანსი, შესაძლოა, არც მოგვცეს. რუსეთთან კონფრონტაციის ასაცილებლად მომავალში, აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერა დღეს, რომ მათ ოკუპანტებს წინააღმდეგობა გაუწიონ. ეს არის ისტორიის გაკვეთილი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ, და ეს მოითხოვს გადაუდებელ ქმედებებს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება“.

მომავალში რუსეთთან დაპირისპირება რომ თავიდან ავიცილოთ უკრაინას დამპყრობლის უკუქცევაში უნდა დავეხმაროთ. ეს არის ისტორიის გაკვეთილი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ და იგი გვიბიძგებს კონკრეტული მოქმედებების განხორციელებისკენ, სანამ ძალიან გვიანი არ იქნება, – ვკითხულობთ „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიაში.

წყარო: https://is.gd/sy6pTe