
საქმე ეხება, ტრამპის მხრიდან პორნო მსახიობსა და ასევე Playboy-ს მოდელისთვის, დუმილის სანაცვლოდ ფულის სავარაუდო გადახდას. აღნიშნული, დანაშაულად იქნა მიჩნეული, რადგან ფაქტი ემთხვევა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდს და აღქმულია როგორც მოსყიდვა.
ტრამპი გასულ კვირას აანონსებდა მის დაკავებას და მხარდამჭერებს პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდებდა. აღნიშნული განცხადებას ფართო გამოხმაურება მოჰყვა. ელონ მასკის შეფასებით, ტრამპის დაკავება, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატია, მომავალ არჩევნებში მას დიდი უპირატესობით გაამარჯვებინებს.
ყოფილი პრეზიდენტი უკვე ეწევა საარჩევნო კამპანიას და მრავალათასიან შეკრებებს მართავს შტატებში. საზოგადოებრივი აზრის კვლევები აჩვენებს, რომ ტრამპს, ბაიდენთან მიმართებაში მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს.
წყარო: https://is.gd/QcyLUO