ბრეტონ ვუდსის სისტემის ჩამოყალიბების (1944 წ.) შემდეგ აშშ დოლარი მთავარ გლობალურ სარეზერვო ვალუტად იქცა. 1970-იანი წლების დასაწყისში ფიქსირებული გაცვლითი კურსიდან გასვლამაც კი ვერ შეაფერხა მისი „უზომო უპირატესობა“. ცნობილმა ამერიკელმა ეკონომისტმა, ნურიელ რუბინიმ, რომელმაც 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის იწინასწარმეტყველა, ბრიტანულ ‘ფაინენშელ თაიმსს’ (Financial Times) განუცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის გეოპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება შეამცირებს დოლარის, როგორც მსოფლიო სარეზერვო ვალუტის, მნიშვნელობას.
ამჟამინდელი სავალუტო სისტემა შეერთებული შტატების ეკონომიკის შიდა ფაქტორების გამო, როგორიცაა ინფლაცია, საფრთხეს უქმნის განვითარებადი ქვეყნების ბაზრებს, წერს რუბინი. დეკემბერში ჩინეთმა და საუდის არაბეთმა ტრანზაქცია იუანში განახორციელეს, ეს იყო პირველი შემთხვევა. მომავალში პეკინი და ერ რიადი შეიძლება შეთანხმდნენ, რომ ნავთობი ჩინურ ვალუტაზე გაიყიდოს. აშშ დოლარის დომინირებას საფრთხეს ციფრული ვალუტებიც უქმნიან – WeChat Pay და Alipay საგადასახადო სისტემები, რომლებიც საერთაშორისო ბანკთაშორისი სისტემის, ‘სვიფტის’ (SWIFT), ალტერნატივა გახდებიან.
„ყველა ამ მიზეზის გამო, აშშ დოლარის, როგორც მთავარი სარეზერვო ვალუტის, შედარებითი ვარდნა, სავარაუდოდ, მომდევნო ათწლეულში მოხდება“, – ხაზგასმით აღნიშნა რუბინიმ.
წყარო: https://is.gd/poC9mn