პოლიტიკასხვადასხვა

დიდი შვიდეულის სამიტზე ზელენსკი ბრაზილიის პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრაზე დემონსტრაციულად არ გამოცხადდა

0

22 მაისი, 2023 წ.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გამოცხადდა იმ შეხვედრაზე, რომელიც იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ‘დიდი შვიდეულის’ (G7) ფარგლებში უნდა გამართულიყო. ბრაზილიის პრეზიდენტის, ლუის ინასიუ ლულა და სილვას, სიტყვებს პორტალი G1 ციტირებს.
მანამდე გაზეთმა „ფაინენშელ თაიმსმა“ (Financial Times) გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ბრაზილიელი კოლეგა დაარწმუნა, რომ სამიტზე ზელენსკის შეხვედროდა.
„ამ დარბაზში უკრაინელებთან ორმხრივი შეხვედრა იყო დაგეგმილი. ველოდებოდით და გვაცნობეს, რომ აგვიანდებოდათ. ამასობაში ვიეტნამის პრეზიდენტს შევხვდი. როცა ვიეტნამის პრეზიდენტი წავიდა, უკრაინელები არ გამოჩენილან. უეჭველია იგი სხვას ხვდებოდა. იმედგაცრუებული არ ვარ, გაბრაზებული ვარ, რადგან მასთან შეხვედრა მსურდა. ზელენსკი ზრდასრული ადამიანია და იცის რას აკეთებს“, – განაცხადა ლულამ.
ბრაზილიის პრეზიდენტმა ადრე უკვე განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ მოლაპარაკება უნდა დაიწყონ და კონფლიქტი არ უნდა წაახალისონ. გარდა ამისა, ლულა და სილვა წინადადებით გამოვიდა, რომ უკრაინაში მდგომარეობის განსახილველად G20-ის მსგავსი ფორმატი შეიქმნას.

წყარო: https://www.usnews.com/news/world/articles/2023-05-21/zelenskiy-plays-down-not-meeting-brazils-lula-at-g7-summit-blames-scheduling