პოლიტიკასლაიდერისხვადასხვა

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი, დევიდ კამერონი ამჯერად საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ბრუნდება

0

ყოფილი პრემიერ-მინისტრის მოულოდნელი დაბრუნება ბრიტანეთის მთავრობაში განხორციელებულ გადაადგილებებს მოჰყვა. რიში სუნაკმა თანამდებობიდან გადააყენა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი − სუელა ბრავერმანი, რომელმაც საგაზეთო ინტერვიუში, პალესტინის მხარდამჭერ აქციებთან მიმართებაში, ლონდონის პოლიციის ქმედებები გააკრიტიკა.

პრემიერ-მინისტრ სუნაკის გადაწყვეტილებით, ბრავერმანის პოსტზე წარდგენილია დიდი ბრიტანეთის ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი, მის პორტფელს კი დევიდ კამერონი ჩაიბარებს, რომელიც 2010 წლიდან 2016 წლამდე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

დევიდ კამერონი მხარს უჭერდა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას და 2016 წელს, რეფერენდუმის წაგების შემდეგ, პრემიერის პოსტი დატოვა.