პოლიტიკასხვადასხვა

დიდი ბრიტანეთის არმიას მძიმე იარაღი აღარ რჩება, რადგან ყველაფერი უკრაინას გაუგზავნა

0

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთი კიევს 30 ცალი AS-90-ის (ბრიტანული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი) გადაცემას შეჰპირდა, გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების უმაღლესი რანგის ოფიცრები არმიისთვის მათი შემცვლელი საშუალებების შეძენას აქტიურად ითხოვენ.
მათ ნაცვლად სპეციალურ სიაში კორეულ K9 Thunder-ებსა (თვითმავალი საარტილერიო დანადგარი) და შვედურ Archer-ებს (თვითმავალი საარტილერიო დანადგარი) შეხვდებით, იმ შემთხვევაში თუ ფინანსთა სამინისტრო შესაბამის თანხებს გამოჰყოფს.
მაღალი რანგის ოფიცერთა მტკიცებით, AS-90-ები პუტინის ინტერვენტებს დიდ ზიანს მიაყენებს.
ერთი წყაროს თქმით, „ეს იარაღი რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან საბრძოლველად შეიქმნა. უკრაინაზე მეტად ისინი არავის სჭირდება“.
ამ თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს სამიზნე ობიექტების აფეთქება 155 მმ-იანი ჭურვებით 15 მილის მანძილიდან შეუძლიათ. AS-90-ების გადაცემასთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ ორი სამეფო საარტილერიო პოლკი, რომელიც მთელი თავისი საბრძოლო იარაღით სოლსბერის დაბლობზეა ბაზირებული, ქვემეხების გარეშე დატოვა.
წყარო პოლკიდან ამობობს, „თუ არტილერისტებს ქვემეხები არ ექნებათ, ვერც ვიბრძოლებთ და ვერც მოვემზადებით“.
თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა, პირობა დადო, რომ 800 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების „mobile fires programme-ის“ დახმარებით სწრაფად აანაზღაურებს დანაკლისს, თუმცა ახალი ქვემეხები 2029 წლამდე არ იქნება.
დიდი ბრიტანეთის არმია სიჩქარის გამო მზა ქვემეხების შეძენას ანიჭებს უპირატესობას. ბორბლებიან შვედურ Archer-ს AS-90-თან შედარებით გაძლიერებული მოქმედების რადიუსი აქვს. მუხლუახიანი K9 Thunder-ი კი უფრო ზუსტია და 25 მილის მანძილზე ისვრის. 1990-იან წლებში დიდმა ბრიტანეთმა 179 ცალი AS-90 შეიძინა, თუმცა მათი უმეტესობა ნაწილებად დაშალეს. ბრიტანელი ჯარისკაცები ესტონეთში ექვს AS-90-ს გამოიყენებენ. ისინი ამ ქვეყანაში ნატოს ეგიდით იმყოფებიან, რათა  რუსეთის შემდგომი აგრესია შეაჩერონ.

წყარო: https://is.gd/Uwvmja