პოლიტიკასხვადასხვა

დემოკრატიული პარტიის წევრი ტრამპის „ლიკვიდაციის“ მოწოდებით გამოვიდა

0

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი წევრის კომენტარმა სოციალურ მედიაში „ქარიშხალი“ გამოიწვია. გასულ უქმეებზე დენ გოლდმენი (D-NY) ტრამპის მკვლელობის მოწოდებით გამოვიდა.
„გუშინ შეცდომით გამოვიყენე არასწორი სიტყვა, რათა ამერიკისთვის ამეხსნა რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გახდეს“, − დაწერა ორშაბათს X-ზე დემოკრატმა კონგრესმენმა დენიელ გოლდმენმა.
„მიუხედავად იმისა, რომ უნდა დავამარცხოთ, რა თქმა უნდა, მას ცუდს არ ვუსურვებ, თუმცა პოლიტიკურ ძალადობას არ ვაპატიებ. ბოდიშს ვიხდი სიტყვების არასწორი შერჩევისთვის“.
გოლდმენი იმ განცხადებას გულისხმობდა, რომელიც გასულ უქმეებზე გააჟღერა, როდესაც 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მიერ ჩადენილ ქმედებებს განიხილავდა.

„2016 წლიდან დემოკრატები პრეზიდენტ ტრამპისა და მისი მხარდამჭერების მიმართ აგრესიულ განცხადებებს აკეთებენ“

„მისი რიტორიკა საშიშ ხასიათს იღებს“, − აღნიშნა გოლდმენმა პრეზიდენტ ბაიდენის ყოფილ პრესმდივან ჯენ ფსაკისთვის მიცემულ ინტერვიუში (MSNBC).
„ვნახეთ რაც მოხდა 6 იანვარს, როდესაც მან თავისი მგზნებარე რიტორიკა გამოიყენა. Truth Social-ში მისი ბოლო პოსტი ძალიან შემაშფოთებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც შეიძლება მთავრობაში მუშაობას ცდილობდეს. ამ ეტაპზე უდავოა, რომ მან საჯარო თანამდებობა არ უნდა დაიკავოს. იგი ჩვენი დემოკრატიისთვის შეუფერებელი და დესტრუქციული კადრია, რომელიც უნდა განადგურდეს“, − აღნიშნა გოლდმენმა.
გოლდმენის განცხადება სოციალურ მედიაში კონსერვატორებმა გააკრიტიკეს, რომლებმაც მიუთითეს, რომ „საშიშ რიტორიკას“ თავად დემოკრატი კონგრესმენი იყენებდა.

„მან საჯარო თანამდებობა არ უნდა დაიკავოს. იგი ჩვენი დემოკრატიისთვის შეუფერებელი და დესტრუქციული კადრია, რომელიც უნდა განადგურდეს“

„ვიმედოვნებ, სპიკერი ჯონსონი დაგმობს ამ სიგიჟეს!!!“ − დაწერა X-ზე ტრამპის მომხრე ალექს ბრუსვეცმა.
„მისსავე „ლოგიკას“ თუ გამოვიყენებთ, გოლდმენმა საჯარო თანამდებობაზე აღარასოდეს უნდა იმსახუროს“, − დაწერა X-ზე Trending Politics-ის თანამფლობელმა კოლინ რაგმა.
Fox News Digital-ისთვის მიცემულ განცხადებაში ტრამპის კამპანიის სპიკერმა სტივენ ჩანმა აღნიშნა: „2016 წლიდან დემოკრატები პრეზიდენტ ტრამპისა და მისი მხარდამჭერების მიმართ აგრესიულ განცხადებებს აკეთებენ“.
„ეს ახალი ან გასაკვირი რიტორიკა არ არის“, − დასძინა ჩანმა.

https://www.foxnews.com/politics/new-york-dem-backtracks-after-calling-for-trump-to-be-eliminated