არჩევნები ამერიკაშიახალი ამბები

დემოკრატებმა სენატზე კონტროლი შეინარჩუნეს

0

ნევადას შტატში დემოკრატების კანდიდატის გამარჯვებამ სენატის ბედი გადაწყვიტა. ეს იყო დემოკრატების 50-ე მანდატი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯორჯიის შტატში გასამართი მეორე ტური მნიშვნელობას კარგავს. შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ჩატარებულ შუალედურ არჩვევნებში რესპუბლიკურმა პარტიამ დაპირებული “წითელი ტალღის” განხორციელება ვერ შეძლო. ამ დროის მონაცემებით ისინი მცირე უპირატესობით სარგებლობენ საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში(კონგრესი).
435 ადგილიდან რესპუბლიკელებმა უკვე მოიპოვეს 211, დემოკრატებს კი 204 მანდატი აქვთ.
რაც შეეხება სენატს, საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატა კვლავ დემოკრატების ხელში იქნება. 100 მანდატიდან, მათ უკვე 50 მანდატი მოიპოვეს, რაც ჯორჯიის შტატის მეორე ტურის შედეგის მიუხედავად, გარანტირებულად ნიშნავს სენატზე კონტროლის შენარჩუნებას. თუ რესპუბლიკელები შეძლებენ და ჯორჯიის შტატში გამარჯვებას მოიპოვებენ, ამით მხოლოდ გაუთანაბრდებიან დემოკრატებს, ამით საბოლოო სურათი ვერ შეიცვლება, რადგან დემოკრატების მხარესაა ვიცე პრეზიდენტ კამალა ჰარისის გადამწყვეტი ხმის უფლება.
ეს არის აქამდე არსებული სტატუს კვოს შენარჩუნება, 8 ნოემბრამდე ხმების სწორედ ასეთი განაწილება იყო საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში.