პოლიტიკასხვადასხვა

დემოკრატების წევრმა გევინ ნიუსომმა მილიონები გადასცა იმ მეჩეთებს, რომლებიც ებრაელთა განადგურებას მიესალმებიან

0

კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა, რომელიც დემოკრატიული პარტიის წევრია, მილიონობით აშშ დოლარი იმ მეჩეთებს გადასცა, რომელთა ლიდერები ანტისემიტურ სიძულვილს ქადაგებენ და ისრაელის მიმართ ძალადობის მოწოდებით გამოდიან.

მიმდინარე წელს ნიუსომის ადმინისტრაციამ Sajjadia Islamic Society-ის სპეციალური პროგრამის ფარგლებში (Nonprofit Security Grant program) 200 ათასი აშშ დოლარი გადასცა. ეს პროგრამა არაკომერციულ ორგანიზაციებს ტერორისტული თავდასხმებისგან დაცვაში ეხმარება. ნოემბერში ერთ-ერთ მეჩეთში ქადაგებისას პროირანელმა სასულიერო პირმა ჰამზა სოდაგარმა ხოტბა-დიდება შეასხა „ჰეზბოლას“ ლიდერ ჰასან ნასრალას და განაცხადა, რომ ალაჰმა ისრაელი „ჰამასის ან ჰეზბოლას“ მეშვეობით დაბომბა. ნიუსომმა ის მეჩეთებიც (Islamic Center of Hawthorne და Islamic Center of Riverside) დააჯილდოვა გრანტებით, რომელთა იმამებმა „ებრაელთა ჩადენილი ბოროტმოქმედება“ დაგმეს და ალაჰს „მათ განადგურებას“ შესთხოვდნენ.
საერთო ჯამში, ნიუსომის ადმინისტრაციამ კალიფორნიის შტატში მოქმედ მეჩეთებს, რომელთა ლიდერები ებრაელებისა და ისრაელის განადგურებას მიესალმებიან, 40 მილიონი აშშ დოლარი გადასცა. ასეთმა რიტორიკამ შესაძლოა სწორედ იმგვარი ძალადობის გაძლიერებას შეუწყოს ხელი, რომლის თავიდან აცილებასაც მათი გაცემული გრანტები ისახავენ მიზნად. ნიუსომმა, რომელიც დემოკრატების მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატად მიიჩნევა, გასულ თვეს განაცხადა, რომ თავის შტატში არაკომერციული უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებას გააგრძელებს და მოიშველია „ისრაელზე განხორციელებული უგუნური ტერორისტული თავდასხმები“. ნიუსომის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მეჩეთებთან ერთად სინაგოგებსაც აფინანსებენ.

კალიფორნიის შტატის სასწრაფო-სამაშველო დახმარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, რომელსაც გრანტების მართვა ევალება, Washington Free Beacon-ის კვლევის შემდეგ განაცხადა, რომ იძიებს, დაარღვია თუ არა რომელიმე მეჩეთმა სიძულვილის ენის გამოყენებით მათი საგრანტო მოთხოვნები. „თუ დადგინდება, რომ მათ სიძულვილის ენა გამოიყენეს, დაფინანსება დაუყოვნებლივ შეუწყდებათ, − განაცხადა ბრაიან ფერგიუსონმა, − „კალიფორნიის შტატი პრინციპულად გმობს სიძულვილის ენასა და დისკრიმინაციის ყველა ფორმას. ასეთი გამოთქმები საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ ღირებულებებს, საზოგადოების სტაბილურობასა და მშვიდობას“. გასულ წელს გევინ ნიუსომმა 200 ათასი აშშ დოლარი გადასცა კორონა-ნორკოს ისლამისტურ საზოგადოებას (Islamic Society of Corona-Norco). როგორც მისი მქადაგებელი ჰასამ ეილუში 3 ნოემბრის ქადაგებაში ამტკიცებდა, „ტყუილია“, რომ გასულ თვეს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე მიტანილი იერიში „არაპროვოცირებული თავდასხმა“ იყო.

მიმდინარე წელს 200 ათასი აშშ დოლარი სან გაბრიელის ველის ისლამისტურმა ცენტრმაც (Islamic Center of San Gabriel Valley) მიიღო. მისმა მქადაგებელმა ამირ მერთეიბანმა მხარი დაუჭირა იმ ერაყელებსა და პალესტინელებს, რომლებიც ადრე ამერიკელ სამხედროებს ებრძოდნენ, ამჟამად კი ისრაელს უწევენ წინააღმდეგობას. მან იმ თემაზეც ისაუბრა, რომ 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმისას „ჰამასის“ მებრძოლებმა უდანაშაულო ისრაელელები დახოცა. „თუ იტყვით, რომ მუსლიმებმა უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს, კარგი იქნება თუ ამას დაამტკიცებთ“.
ნიუსომის ადმინისტრაციამ სან დიეგოს ისლამისტურ ცენტრსაც (Islamic Center of San Diego) გადასცა 200 ათასი აშშ დოლარი. ამ ცენტრს ხშირად სტუმრობდა 11 სექტემბრის ტერორისტულ აქტში მონაწილე 2 საჰაერო მეკობრე. გასულ თვეს მისმა იმამმა თაჰა ჰასანემ აღნიშნა, რომ „[ისრაელისთვის] წინააღმდეგობის გაწევა გამართლებულია“.

ნიუსომის ადმინისტრაციამ 200 ათასი აშშ დოლარი რივერსაიდის ისლამისტურ ცენტრთან (Islamic Center of Riverside) დაკავშირებულ Masjed of Riverside-საც გადასცა. ცენტრს ხშირად სტუმრობდა საიედ რიზვან ფარუკი, რომელმაც 2015 წელს სან ბერნარდინოში 14 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. მეჩეთს იმამი მაჰმუდ ჰარმუში ხელმძღვანელობს, რომელიც 2019 წელს ებრაელების განადგურების მოწოდებით გამოდიოდა.
გასულ წელს 200 ათასი აშშ დოლარი ჰოთორნის ისლამისტურმა ცენტრმაც (Islamic Center of Hawthorne) მიიღო. ნიუსონმა გრანტები იმ რამდენიმე უფლებადამცველ ისლამისტურ ორგანიზაციასაც გამოუყო, რომლებიც, სავარაუდოდ, „ჰამასთან“ არიან დაკავშირებული. ამერიკულ-ისლამისტური ურთიერთობათა საბჭოს სან ფრანცისკოს განყოფილების აღმასრულებელმა დირექტორმა, ზარა ბილუმ წარსულში ანტისემიტური განცხადებები გააკეთა და მუსლიმებს მოუწოდა, რომ „ზრდილობიანი სიონისტებისთვის“ წინააღმდეგობა გაეწიათ.

https://freebeacon.com/california/gavin-newsom-gave-millions-to-mosques-that-cheer-the-annihilation-of-jews/