„როიტერსის“ (Reuters) გავრცელებული ინფორმაციით, „ინდოეთის მიერ რუსეთთან დადებული გარიგება, რომელიც ნავთობის მიწოდებას უკავშირდება, დოლარის მრავალწლიან ბატონობას ზიანს მიაყენებს“. ლონდონში ბაზირებულმა საინფორმაციო სააგენტომ თავის აუდიტორიას აცნობა, რომ მზარდი ტენდენცია ამ ორი ეროვნული ან მესამე მხრის, მაგალითად არაბთა გაერთიანებული საამიეროების, ვალუტის გამოყენება თავისი არსით მნიშვნელოვანია, რაზეც ყველამ უნდა გაამახვილოს ყურადღება. „როიტერსმა“ თავის მკითხველს ისიც შეახსენა, რომ უკრაინის ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველი დირექტორის მოადგილე გიტა გოპინათმა წინასწარ განჭვრიტა, რომ დასავლეთის დაწესებულმა სანქციებმა „შეიძლება დოლარის ბატონობას ბოლო მოუღონ“.
ზუსტად ასე მოხდა, როდესაც ინდოეთმა რუსეთთან დადებული დოლარით არა დენომინირებული ენერგეტიკული გარიგებებით დედოლარიზაციის პროცესი დააჩქარა. მას შემდეგ რუსეთი ინდოეთის უმსხვილესი მომმარაგებელი გახდა და ახლა ამ ქვეყნის მოთხოვნილებების 35 პროცენტს უზრუნველყოფს. ინდოეთი, რომელსაც მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ეკონომიკა აქვს, მსოფლიოში სიდიდით მესამე ნავთობიმპორტიორია. მათ შორის დადებულ გარიგებებს გლობალური მნიშვნელობა აქვს.
ამ გარიგებებით ინდოეთი ანტიამერიკული პოზიციისკენ არ იხრება. ეს ყველაფერი ამ ქვეყნის ობიექტური ეროვნული ინტერესებით არის განპირობებული. ვაშინგტონის დაწესებული სანქციების გამო დელის სხვა არჩევანი არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ თანდათანობით მოეძებნა სხვა გზები მოსკოვთან ენერგეტიკული გარიგებების დასადებად. მისი ხელმძღვანელობა, რომელიც მრავალპოლარულობას უჭერს მხარს, არ აპირებდა, რომ მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში ჩავარდნილიყო მხოლოდ იმიტომ, რომ იაფი რუსული ნავთობის იმპორტზე უარის თქმით შეერთებული შტატებისთვის ესიამოვნებინა.
ამერიკული ზეწოლის უგულებელყოფით – ცალმხრივად დაეთმო ზემოხსენებული ობიექტური ეროვნული ინტერესები – ინდოეთის ეკონომიკა ჩინეთის ეკონომიკაზე ორჯერ უფრო სწრაფად გაიზარდა, რამაც ამ ქვეყნის მრავალპოლარული სისტემის ავანგარდში გადასვლას შეუწყო ხელი. საერთაშორისო ურთიერთობების მოახლოებული ტრიფურკაციის ფონზე, ინდოეთი მზად არის, რომ დე ფაქტოდ უხელმძღვანელოს „გლობალურ სამხრეთს“ და დაეხმაროს მეგობარ განვითარებად ქვეყნებს, რათა „ოქროს მილიარდსა“ და ჩინურ-რუსულ ანტანტას შორის ბალანსის ფუნქცია შეასრულონ.
ინდოეთი რომ შეერთებული შტატების სანქციებს დათანხმებიდა, მაშინ „ნიუ იორკ თაიმსი“ (New York Times) არ აღიარებდა, რომ ამ შეზღუდვებმა კრახი განიცადა, ისევე როგორც დასავლეთის მცდელობამ „იზოლაციაში მოექცია“ რუსეთი.
ამგვარად, ინდოეთმა თავისი ობიექტური ეროვნული ინტერესების დაცვით ისტორიის კურსი შეცვალა. ეს ინტერესები მესამე მხრის, როგორიცაა აშშ, ინტერესებისთვის ზიანის მიყენების სურვილით არ არის განპირობებული. ინდოეთის წამყვანი როლი დედოლარიზაციაში, რაც რუსეთთან დადებული დოლარით არა დენომინირებული ენერგეტიკული გარიგეგების მზარდი რაოდენობით გამოიხატება, გლობალურ ფინანსურ სისტემასაც ცვლის, რადგან დოლარის მრავალწლიანი ბატონობა სუსტდება, რასაც, თავის მხრივ, უფრო მრავალპოლარული მდგომარეობისკენ მივყავართ.
როგორც ჩანს, თავად შეერთებულმა შტატებმაც კი აღიარა, რომ არ შეუძლია ამ ტენდენციის შეცვალა. ამაზე მეტყველებს რუსეთში ინდოეთის ყოფილი ელჩის, კანვალ სიბალის, სიტყვები, რომელმაც ცოტა ხნის წინ TASS-ს განუცხადა: „ამ ბოლო დროს ვაშინგტონის დისკურსი შეიცვალა და ინდოეთს აღარ სთხოვენ, რომ რუსული ნავთობის ყიდვა შეწყვიტოს“. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ინდოეთში ვიზიტისას შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა ფაქტობრივად განაცხადა, რომ ინდოეთს შეუძლია იმდენი იაფი რუსული ნავთობი შეიძინოს, რამდენიც სურს, სანამ დასავლეთის ტანკერებითა და სადაზღვევო კომპანიებით არ ისარგებლებენ“.
ამის მიუხედავად, რადიკალი ლიბერალ-გლობალისტი იდეოლოგები, როგორიცაა ფერადი რევოლუციების სულისჩამდგმელი ჯორჯ სოროსი, ჯერ კიდევ სასოწარკვეთილი ებღაუჭებიან აშშ-ის შესუსტებული ერთპოლარული ჰეგემონიის აღდგენის ოცნებას. სოროსმა გასულ თვეს გამართულ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ინდოეთს ჰიბრიდული ომი დე ფაქტოდ სწორედ ამ მიზეზით გამოუცხადა. ჯერ კიდევ უცნობია აქვს თუ არა მას ან მის ქსელს საკმარისი მხარდაჭერა დასავლეთის ისტებლიშმენტში, რათა რეჟიმის ცვლილებასთან დაკავშირებული დღის წესრიგი განახორციელოს. თუმცა მისი მუქარა კვლავ შეშფოთებას იწვევს და სერიოზულად უნდა მიიღონ.
წყარო: https://is.gd/KACXb0