საზოგადოებასხვადასხვა

დათო მაღრაძე – გლობალური პოეტი, ასეთი იყო ფრანგი კრიტიკოსების შეფასება, პარიზში გამართული განხილვის შემდეგ

0

პარიზში, ასოციაცია ფრანგულმა რენესანსმა, საფრანგეთში საქართველოს საელჩოსა და „სილქნეტის“ ორგანიზებით, საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიაში პოეტ დათო მაღრაძეს და მისი პოემის „ბარაქიან მიწას” ფრანგულ ვერსიას უმასპინძლა.

წიგნის განხილვაში მონაწილეობდნენ:

ზღვისიქითა აკადემიის პრეზიდენტი როლან პურტიე, ასოციაცია ფრანგული რენესანსის ვიცე-პრეზიდენტი მიშელ ლებონი, ფრანგი პოეტი და ლიტერატურის კრიტიკოსი კაროლ მესრობიანი, გამომცემლობა- Edition Du Cygne-ს რედაქტორ- გამომცემელი პატრის კანოსე. შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს სრულუფლებიამი ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი.

ფრანგმა მსახიობმა ალან რიბერამ და დათო მაღრაძემ აუდიტორიას ფრანგულ- ქართული პერფორმანსი შესთავაზეს და „ბარაქიანი მიწიდან“ ფრაგმენტები წაიკითხეს.