პოლიტიკასხვადასხვა

დასავლეთის კრიტიკის მიუხედავად, რუსეთი და ჩინეთი ორმხრივი შეთანხმებების დადებას აპირებენ

0

24 მაისი, 2023 წ.

24 მაისს რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხეილ მიშუსტინის პეკინში ვიზიტისას რუსეთი და ჩინეთი ორმხრივ შეთანხმებებს მოაწერენ ხელს. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი კვლავ აკრიტიკებს მოსკოვისა და პეკინის კავშირებს, მეზობელი გიგანტები პირობას დებენ, რომ უფრო მჭიდრო ითანამშრომლებენ.
რუსეთის მთავრობის ინფორმაციით, მიშუსტინი მოლაპარაკებებს აწარმოებდა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და პრემიერ ლი ციანთან.
„მოლაპარაკების შედეგად მთელი რიგი ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება“, – იტყობინება რუსული საინფორმაციო სააგენტო ‘ინტერფაქსი’.
ოთხშაბათს ლი ციანმა განაცხადა, რომ ჩინეთი მზადაა რუსეთთან ურთიერთობისთვის, რათა სხვადასხვა სფეროში ხელი შეუწყონ თავიანთ პრაგმატულ თანამშრომლობას და იგი ‘ახალ დონეზე’ აიყვანონ.
რუსეთმა და ჩინეთმა ‘დიდი შვიდეულის’ განცხადებებზე მწვავე რეაგირება მოახდინეს. მათ არაერთ საკითხზე, მათ შორის უკრაინაზე, ბირთვულ იარაღსა და ეკონომიკურ ძალადობაზე, გაამახვილეს ყურადღება.
მხარდაჭერის ნიშნად, სამშაბათს ჩინეთის პრემიერმა მილოცვის წერილი გაუგზავნა შანხაიში გამართულ ჩინეთ-რუსეთის ბიზნესფორუმს, რომელსაც მიშუსტინი და რუსი მაგნატების დიდი ჯგუფი ესწრებოდა. წერილში ნათქვამია, რომ ჩინეთი მზადაა ორმხრივი ეკონომიკური და გაცვლა-გამოცვლის სავაჭრო პროცესის გასაფართოებლად.
ჩინეთის საბაჟოს მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, 2023 წლის აპრილში რუსეთში ჩინური საქონლის ექსპორტი 153.1%-ით გაიზარდა, მარტში გაორმაგების შემდეგ. პროგნოზების თანახმად, წელს ჩინეთში რუსული ენერგორესურსების იმპორტი 40%-ით გაიზრდება, ასევე განიხილება რუსეთისთვის ტექნოლოგიური აღჭურვილობის მიწოდების საკითხიც. ამის შესახებ სააგენტო ‘ინტერფაქსი’ იუწყება.
ჩინეთთან კავშირების გაღრმავება მოსკოვის სტრატეგიული კურსია, განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა, რომელმაც ორშაბათს მოლაპარაკება გამართა ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრ ჩენ ვენჩინთან, რომელიც პოლიციას, იურიდიულ საკითხებსა და დაზვერვას კურირებს.
რუსეთის პრემიერი ჩინეთს სტუმრობს, ამ დროს კი უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება, რათა ოკუპირებული ტერიტორიები დაიბრუნოს.
პეკინს რუსეთის ინტერვენცია საჯაროდ არ დაუგმია, თუმცა მიმდინარე წლის თებერვალში ჩინეთის პრეზიდენტმა 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წარადგინა, რომელსაც დასავლეთი სკეპტიციზმით შეხვდა, კიევი კი ფრთხილად მიესალმა.
გასულ კვირას ჩინეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ევრაზიის საკითხებში ლი ჰუი უკრაინას ეწვია და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტმა ევროპული ტურნე დაიწყო, რომელსაც პეკინმა სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და კრიზისის პოლიტიკური მოგვარების მცდელობა უწოდა.
რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, ლი ჰუი პარასკევს რუსეთს ეწვევა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პეკინი მტკიცედ ეწინააღმდეგება შაბათს ‘დიდი შვიდეულის’ (G7) – აშშ, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია – გაკეთებულ განცხადებას.
G7-ის ლიდერების მთავარ კომუნიკეში ჩინეთი 20-ჯერ ახსენეს, 2022 წელს კი 14-ჯერ. უკრაინის ომის გამო G7-ის განცხადებაში რუსეთიც იყო ნახსენები.
მოსკოვმა კი ჰიროსიმაში გამართულ სამიტს ანტირუსული და ანტიჩინური ისტერიის „ინკუბატორი“ უწოდა.

წყარო: https://www.euractiv.com/section/china/news/russia-china-set-to-ink-bilateral-pacts-despite-western-criticism/