პოლიტიკასაზოგადოებასხვადასხვა

დამაპატიმრებთ იმის გამო, რომ ღმერთი მწამს? არ მინდა, რომ პოლიტიკური ღმერთის მჯეროდეს, რომლის შექმნასაც ცდილობენ – მიტროპოლიტი ლონგინოზი

0

„ჩვენ არ გვაქვს ავტომატები, არც ტანკები გვყავს. ჩვენ გვყვავს უფალი და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, რომელიც ჩვენ გამო დღე და ღამე ტირის, რადგან უამრავი ბოროტება ხდება. ამ დღეებში იხილეთ თუ როგორც შემოიჭრნენ აქ, სადაც შემოსვლა აკრძალულია, სადაც წმინდა მირონი ინახება! არავის აქვს უფლება, რომ მას შეეხოს. ზოგიერთ მონასტერში ბერებს ხელბორკილები დაადეს. ათეისტები და კომუნისტები წარსულს ჩაბარდნენ, თუმცა მათი ცოდვილი შვილიშვილები დარჩნენ. როგორ იშვერთ ხელს ეკლესიისა და ქრისტესკენ? როგორ ებრძვით ეკლესიას? მოდით და შეამოწმეთ, დიახ, მაქვს წიგნები რუსულ, უკრაინულ, რუმინულ ენებზე. ეს საეკლესიო წიგნებია და არა პოლიტიკური. წმინდა მამები მთელი დედამიწისთვის ლოცულობდნენ და არა მხოლოდ ერთი ერისთვის. ისინი ერთი ქვეყნისთვის არ ლოცულობდნენ, არამედ ტიროდნენ მთელი მსოფლიოსთვის, რადგან მთელი დედამიწა ღმერთს ეკუთვნის. გრცხვენოდეთ, ღმერთის შესაბღალად მოხვედით! ჩვენთან ავტომატებითა და პისტოლეტებით შეიარაღებული 50 ადამიანი მოვიდა.
ძვირფასებო, იცით, რომ აქ ტყეში, ჩვენს მონასტერს გარს შემოერტყნენ და მხოლოდ ერთ ბრძანებას ელოდებოდნენ? უნდა დავუფასოთ, რომ ძალიან კარგად მოგვექცნენ. მთელი დღე ჩვენთან დარჩნენ და როდესაც საღამოს მაგიდასთან მივიპატიჟე, იცით რა მითხრეს? წარმოდგენაც კი არ გაქვთ, თუ როგორი სისასტიკით განგვაწყვეს თქვენ წინააღმდეგ, ცხოველებივით გაგვწვრთნეს. ვუცქერდით თუ როგორი მოწიწებით შემოდიან ადამიანები ტაძარში და გადიან. ვფიქრობდით, რომ ამ ადამიანების თავს რაღაც ისეთი ხდება.  ერთ-ერთი მათგანი მეუბნება: „დიახ, თვალებში გიყურებთ და მრცხვენია!” ჩავეხუტე და მადლობა გადავუხადე. დღეს  სხვებს ველოდები, რომ მოვიდნენ და შემამოწმონ. დიახ, ფული მაქვს, ვიხდი ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის საფასურს, ვყიდულობ საკვებს. 1000-მდე მუშა გვყავს, ჩვენთან 1000 ადამიანი ცხოვრობს – ბერები, ბავშვები, მოხუცები, ჩვენს მონასტერს 15000-მა ლტოლვილმა შეაფარა თავი. არ უკითხავთ თუ რას ვაჭმევდი მათ, მაქვს თუ არა ფული, რათა გათბობის საფასური გადავიხადო… ბოლო რამდენიმე დღე, როდესაც ძალიან ციოდა, ბავშვებს გენერატორი ჰქონდათ. რამდენიმე ბავშვი, რომლებიც ძალიან ცუდად იყვნენ და იწვნენ, ჩემთან გადავიყვანე. თავადაც დავტოვე ეს ადგილი, სადაც ბავშვები დავაბინავე, რადგან შეიძლება ღამით შემოიჭრნენ და ავტომატებით კარები და ფანჯრები შემოამტვრიონ. შეშინებული ბავშვები კივილს დაიწყებენ და თავს ვერ გავაკონტროლებ. ჩემს თავს არ ვჩივი, როგორც უნდა ისე მომექცნენ, მაგრამ ბავშვებს თუ აწყენინებენ არ ვაპატიებ. არავის უკითხავს რატომ ციოდათ და რატომ ტიროდნენ ბავშვები, არც ის, მქონდა თუ არა საჭმელი მათ გამოსაკვებად. თუ ისინი ავტომატებით შემოვლენ როგორც იმ დღეს სხვა მონასტრებში შევიდნენ, ხომ ნახეთ? კარები და ფანჯრები შეამტვრიეს. იქ ერთი მორჩილი ცხოვრობდა, რომელიც 17 წლისაც კი არ არის. ბერებს, როგორც ხედავთ მხოლოდ ამ შავი ტანსაცმლით გვძინავს. შეშინებული მაშინვე  მღვდელთან გაიქცა და იქ მიაგნეს. მათ ფოტოსურათები გადაუღეს და იმდენი საძაგლობა დაწერეს. ვფიქრობდი, რომ თუ ჩვენთანაც ასე შემოვარდებიან, დები, რომლებიც ბავშვებს უვლიან, მაშინვე ჩემთან გამოიქცევიან. შემდეგ დაწერენ, რომ ღამით ერთად დაგვიჭირეს. შევაჩეროთ ეს სიგიჟე! ჩვენს მონასტერში ნათლობის, დაკრძალვისა თუ საქორწინო რიტუალების ჩატარებისთვის გასამრჯელოს არ ვიღებთ. არავის უკითხავს თუ ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც ჩვენი მონასტერის ტერიტორიაზე განისვენებენ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც დამმარხავი არ ჰყავდათ. ხედავ, რომ მხოლოდ ჩვენს მონასტერს ერჩიან? ჩვენ სახელმწიფოს მტრები გავხდით. ჩვენ მილიონები ვართ, რას გვიზავთ? დამაპატიმრებთ იმის გამო, რომ ღმერთი მწამს? არ მინდა, რომ პოლიტიკური ღმერთის მჯეროდეს, რომლის შექმნასაც ცდილობენ. მე ერთი ღმერთის მწამს, რომელმაც ცა და დედამიწა შექმნა. და ამიტომ, მინდა განვაცხადო, რომ იქნებ ამ ქვეყანაში სხვამაც იღოს ყურად ჩემი სიტყვები. ნუ დასცინით ღმერთს, მონასტრებს, ბერებს, მღვდლებს! ძვირფასებო, ნახეთ, რომ ხუთმა ეპისკოპოსმა დაგვტოვა? მათ ჯანმრთელობასთან ან მსახურებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეჰქმნიათ, როგორც გვეუბნებიან. მათ ვერ გაუძლეს იმ ზეწოლას, რომელიც მათზე განხორციელეს. 70-80 წლის მოხუცები არიან, რა გინდათ მათგან, რატომ ტანჯავთ? მიტროპოლიტ მელეტს დევნა დაუწყეს. ადრე არ იცოდით, რომ იგი რუსეთიდან ჩამოვიდა? იგი ჯერ კიდევ 90-იან წლებში დასახლდა უკრაინაში. ანტიქრისტეს მონებო, ჩვენი მოკვლა გინდათ, მაგრამ ვერ შეძლებთ, რადგან ქრისტე ჩვენთანაა, უფალი არასოდეს მიგვატოვებს. და თქვენ, ძვირფასებო, არ შეგეშინდეთ, რადგან უფალი ამბობს: აი, მე თქვენთან ვარ ყოველთვის წუთისოფლის აღსასრულამდე! არ შეგეშინდეთ მათი, ვინც ფიზიკურად გკლავთ! ბერები ბორკილდადებული წაიყვანეს და 3 დღის შემდეგ დააბრუნეს. მათ არ ეშინიათ, დასაკარგი არაფერი აქვთ.
დიდი ხანია, რაც სინდისი დაკარგეთ. სირცხვილია მონათლულები რომ ხართ. იცოდეთ, კიდევ იხილავთ სასწაულებს, ყველამ, ვინც ღმერთსა და რწმენას დასცინოდა, ცუდად დაასრულა ცხოვრება. ჩვენ ადამიანებს ვემსახურებით, თქვენ კი მტრებად წარმოგვაჩინეთ. ბავშვებითა და მათი ორგანოებით ვაჭრობაში დაგვდეთ ბრალი. პირიქით, მათთვის ორგანოებს ვყიდულობთ. რამდენ ბავშვს გაუკეთდა ოპერაცია გერმანიასა თუ სხვა ქვეყნებში. ძვირფასებო, დამიჯერეთ, ამის შესახებ არასოდეს ვისაუბრებდი ასეთი დრო რომ არ დამდგარიყო, რომელიც ტკივილს მაყენებს. რამდენიმე ღამე საერთოდ არ მძინებია, ღამეებს თეთრად ვათენებდი, მეგონა რომ ტკივილის ვეღარ დავიტევდი. ვერ ვუყურებ თუ როგორ იტანჯებიან მოხუცები, როგორ სცემენ ბერებს, როგორ ამტვრევენ მონასტრის კარებს. ძვირფასებო, ილოცეთ და იმარხულეთ! იკითხეთ ფსალმუნები, ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი დაუჯდომელი! ილოცეთ ღვთისმშობლის ხატის წინაშე, რათა ღმერთმა გულმოწყალენი გახადოს და განზრახვაზე ხელი ააღებინოს.
თქვენ კი მოინანიეთ და გახსოვდეთ, რომ ვერაფერს დაგვიშავებენ. შეიძლება ფიზიკურად გაგვისწორდეთ, დაგვხუროთ, ყველაფერი წაგვართვათ, მაგრამ ღმერთია ჩვენს გულებში. იმის ნაცვლად, რომ ახლა ადამიანებს ვეხმარებოდეთ, რომლებსაც წყალი, საკვები და სითბო სჭირდებთ, ისინი ღმერთს ებრძვიან. ეს კიდევ ერთი პასუხია იმაზე, რომ ნამდვილი ომი ღმერთთან აქვთ გაჩაღებული! მათ ჩვენი განადგურება სურთ, ჩვენ კი მათ ხელს ვუშლით. უფალი არ მიგვატოვებს! მაპატიეთ, ძვირფასებო! უფალმა მოგიტევოთ და დაგლოცოთ! გიხაროდეს მართლმადიდებლობავ, რათა სამუდამოდ დალოცვილი ხარ. თქვენ კი, ძვირფასებო, გიხაროდეთ, რომ მართლმადიდებლები ხართ და დღევანდელი ვითარება კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ეს არის ერთადერთი მხსნელი რელიგია, რომელიც ითმენს და თავის ჯვარს ატარებს!“