პოლიტიკასხვადასხვა

დაიწყება თუ არა ომი კოსოვოსა და სერბეთს შორის?

0

ოცი წელია, რაც ჩვენი ძმები და დები იქ ტერორის ქვეშ ცხოვრობენ. ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა არაფერს აკეთებს.
ნაციონალისტი სერბები კოსოვოში მცხოვრებ თანამემამულეებზე, რომლებიც უმცირესობაში იმყოფებიან, განხორციელებულ რეპრესიებს აპროტესტებენ. ორივე ქვეყნის ნაციონალისტები მხარდამჭერებს აგროვებენ, რადგან დაძაბულობამ ორ ევროპულ ქვეყანას შორის პიკს მიაღწია. კოსოვოს ალბანური პოლიცია აცხადებს, რომ სერბეთის საზღვრთან ახლოს მდებარე რამდენიმე ადგილიდან ცეცხლი გაუხსნეს, რასაც საპასუხო ცეცხლით უპასუხეს. სერბეთმა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ იმ შემთხვევაში თუ სერბებს თავს დაესხმებიან, არმია მზად არის.
მიროსლავ ლაკეტიჩი, ადგილობრივი მცხოვრები: „უნდა ითქვას, რომ მდგომარეობა ძალიან, ძალიან რთული და გაურკვეველია. მოხუცების უმეტესობა მივეჩვიეთ ასეთ ვითარებას, რადგან ეს პირველი შემთხვევა არ არის. 1999 წლიდან გაურკვევლობაში ვართ“.
სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა განაცხადა, რომ კოსოვოს ჩრდილოეთში სერბი უმცირესობის დასაცავად 1,000 სერბ ჯარისკაცს გაგზავნის. ახალი ომის დაწყების ალბათობა ჯერჯერობით მცირეა.

ალექსანდრ ვუჩიჩი, სერბეთის პრეზიდენტი: „ჩვენ კონფლიქტი არ გვინდა. ყველაფერი გვინდა, მაგრამ ეს (კონფლიქტი) არა. მინდა, ეს ისე გაიგოს მსოფლიომ, როგორც სერბებს ესმით“.

კოსოვოს მთავრობამ, დედაქალაქ პრიშტინაში სერბებით დასახლებულ რაიონებში, საპოლიციო ძალები განალაგა. იქ მცხოვრები მრავალი სერბი კოსოვოს მთავრობას არ აღიარებს. ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „ემნესთი ინთერნეშენალი“ (Amnesty International) აცხადებს, რომ „კოსოვოელ სერბებს ემუქრებიან, ძარცვავენ და თავს ესხმიან“.
ეთნიკური სერბები მოსახლეობის მხოლოდ ექვს პროცენტს შეადგენენ. ძალის დემონსტრირებითა და მზარდი საომარი რიტორიკით შეგულიანებულმა კოსოვოელმა სერბებმა, კოსოვოს პოლიციის მიერ „ტერორისტულ აქტებში“ დადანაშაულებული სერბი პოლიციელის დაკავება გააპროტესტეს და ქუჩები გადაკეტეს.

წყარო: https://is.gd/SP5DsD