დავით ქართველიშვილი
25 მარტს ვაკოში (ტეხასი, აშშ) მრავალრიცხოვანი მხარდამჭერების მიტინგზე და მანამდე, მემარჯვენე სარედაქციო პოლიტიკის მატარებელ ჟურნალ Newsmax-სთვის მიეცემულ ინტერვიუში დონალდ ტრამპმა, ფაქტიურად ღიად გამოაცხადა თავისი საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანია და ბრძანა:
• 2024 არის საბოლოო ბრძოლა – ის ყველაზე დიდი და გადამწყვეტი იქნება. თქვენ დამაბრუნებთ თეთრ სახლში, მათი მმართველობა დასრულდება და ამერიკა ისევ გახდება თავისუფალი ერი
• როდესაც ეს არჩევნები დასრულდება, მე ვიქნები შეერთებული შტატების პრეზიდენტი, თქვენ იქნებით გამართლებულნი და ამაყნი, ხოლო ავაზაკები და კრიმინალები, რომლებიც ბილწავენ ჩვენს მართლმსაჯულებას, დამარცხდებიან, დისკრედიტებულნი და სრულიად შერცხვენილნი იქნებიან
• თუ ჩვენ არ მოვიგებთ მომავალ არჩევნებს 2024 წელს, ჩვენი ქვეყანა განწირულია. პროკურატურა მათი ახალი ინსტრუმენტია და ისინი მზად არიან გამოიყენონ ის ჩვენს ქვეყანაში აქამდე არნახულ დონეზე. უნდა შევაჩეროთ ისინი და არ მივცეთ უფლება გამოიყენონ ეს ინსტრუმენტი მომავალ არჩევნებში
• ჩვენი მტრები სასოწარკვეთილნი არიან, სურთ შეგვაჩერონ, რადგან იციან, რომ ჩვენ ვართ ერთადერთნი, ვისაც შეუძლია მათი შეჩერება. მსგავსი მოძრაობა არასოდეს ყოფილა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ალბათ თითქმის ყველა ქვეყნის ისტორიაში. გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული! [Make America Great Again, MAGA]
• მსოფლიო ომის ზღვარზეა, ინფლაცია მძვინვარებს, საზღვარზე მოედინებიან არალეგალური იმიგრანტები, ნარკოტიკებია ამერიკის კრიმინალურ ქალაქებში. ხოლო აშშ-ს არმია სუსტია – ეს ყველაფერი პრეზიდენტ ბაიდენის ბრალია. ხალხი მეკითხება, რომელია ბაიდენის ადმინისტრაციის ყველაზე ცუდი ასპექტი. ყველაფერი! ეკონომიკა არ არის კარგ მდგომარეობაში, არც ინფლაცია. საზღვარი დაუცველია, სამხედროები დაასუსტეს. ავღანეთი იყო ყველაზე უხერხული ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში
• მსოფლიო, ბაიდენის სისუსტის გამო, მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა. ომი კატასტროფაა, ჩემი პრეზიდენტობის დროს, ეს არასდროს მოხდებოდა. უკრაინაში ომი არასდროს მოხდებოდა, ეს წარმოუდგენელი იქნებოდა
2024 წელი არა მხოლოდ ამერიკისთვის იქნება გადამწყვეტი პოლიტიკური თვალსაზრისით – „კარადაში“ უნდა ჩაიკეტოს 21-ე საუკუნის სიმახინჯე, ფსევდოლიბერალურ ფაშიზმზე აღმოცენებული „გლობალური ომის პარტიის“ მმართველობის პერიოდი. მნიშვნელოვანი არჩევნები ელოდება ამ მხვრივ კორუფციაში და ტოტალურ უსამართლობაში ჩაფლულ ევროპარლამენტს, ლიბერალური ფაშიზმის მეტასტაზებში გარშემორტყმულ საქართველოს. მორწმუნე ადამიანისთვის, პოლიტიკოსების მხრიდან დაშინებებისა და პროგნოზების წინაშე უსაფუძვლო სასოწარკვეთისა და შიშების თავიდან ასაცილებელი უნივერსალური საშუალება – წმინდა წერილია. სწორედ იქიდან ვიგებთ ჩვენ – ვინ და რატომ ებრძვის ასე გაშმაგებული ჩვენს თანამედროვე ცივილიზაციას და მათ შორის – საქართველოს. წმ. იოანე ღვთისმეტყველის “გამოცხადებაში” ამაზეც იძებნება პირდაპირი მინიშნება…
“და მეხუთემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა, და ვიხილე ვარსკულავი, რომელი გარდამოვარდა ზეცით ქუეყანად, და მიეცა მას კლიტე ჯურღმულისა მის უფსკრულისაჲ.
და აღჴდა კუამლი ჯურღმულისა მისგან, ვითარცა კუამლი ცეცხლისა მოტყინარისაჲ, და დაბნელდა მზე და ჰაერი კუამლისა მისგან ჯურღმულისა”
ჯურღმულიდან გამოშვებული იქნა ფსევდოლიბერალიზმის, ფსევდოტოლერანტობის და ფსევდოჰუმანიზმის ბნელი კვამლი და მოედო მთელს ტრადიციულს, თვითმყოფად, კონსერვატიულ და ქრისტიანულ სამყაროს…
“და კუამლისა მისგან გამოვიდეს მკალნი ქუეყანად. და მიეცა მათ ჴელმწიფებაჲ, ვითარცა აქუს ჴელმწიფებაჲ ღრიაკალთა ქუეყანისათა. და ითქუა მათა მიმართ, რაჲთა არა ავნონ თივასა ქუეყანისასა, არცა ყოველსა მწუანვილსა, არცა ხეთა, არამედ კაცთა, რომელთა არა აქუს ბეჭედი ღმრთისაჲ შუბლთა ზედა მათთა”
ამ მკალთა (კალიების) ზეგავლენა და ხელმწიფება – ადამიანის, მისი ფიზიკური და სულიერი ბუნების გაუკუღმართებულ გარდაქმნაზე ვლინდება მხოლოდ. ფლორასა და ფაუნას არ ეხება – პირიქით, “ფრთადაკარგული პეპლების გადარჩენის საზოგადოებისა” თუ “გირჩნაკლულ წიწვოვანთა შველის ასოციაციის” სახელით მათ ფსევდოჰუმანურობით შეცდომაში შეჰყავთ ის ადამიანები, რომლებშიც უფლისმიერი ხატისა და მსგავსების, “გენდერული ბუნების” რეფორმაცია უნდა მოახდინონ. ერთადერთი – ვისზეც ვერ განხორციელდება ეს მავნე ზეგავლენა: “შუბლზე ღმრთის ბეჭდის”, მყარი ტრადიციული, პატრიოტული და სარწმუნოებრივი პრინციპების მქონე ადამიანებია…
“და მიეცა მათ, რაჲთა არა მოკლნენ იგინი, არამედ რაჲთა იტანჯნენ ხუთ თუე. და ტანჯვაჲ მათი, ვითარცა ტანჯვაჲ ღრიაკალისაჲ, რაჟამს უცის კაცსა. და მათ დღეთა შინა ეძიებდენ კაცნი სიკუდილსა და ვერ პოონ, და სუროდის მოკუდომად და ივლტოდის მათგან სიკუდილი”
აქ “ხუთი თვე” რა თქმა უნდა გადატანითი მნიშვნელობისაა, მიესადაგება კალიების (მკალთა) წლიური აქტიურობის ხანგრძლივობას – ანუ, ფსევდოლიბერალიზმი განწირულია მოკლევადიანი “გამეფების” შემდგომ გარდაუვალ დასამარცხებლად. მაგრამ მისი დამანგრეველი კვალი ცივილიზაციურ ტრადიციებზე და ადამიანურ ბუნებაზე, რა თქმა უნდა უმძიმესი იქნება…
“და აქუს მათ ზედა მეფედ ანგელოზი იგი უფსკრულისაჲ. სახელი მისი ებრაელებრ: ავადონ, ხოლო ბერძლებრ აქუს სახელი აპოლიონ”. აპოკალიფსურმა “გამოცხადებამ” ამ მკალთა, ამ მოკლევადიანი უბედურების მომტანი ხელმწიფის სახელიც გაგვანდო – ავადონ. სწორედ მის მოჯადოებულ ტყვეობაში ჩავარდა დღეს თანამედროვე ცივილიზაცია, მათ შორის ჩვენი დების, ძმების, შვილებისა და შვილიშვილების დიდი ნაწილი. მაგრამ ხელმწიფება მისი არახანგრძლივი იქნება, შესაძლოა მისი ერთ-ერთი ბოლო გაფართხალების მოწმენიც კი ვართ. ამიტომ ებრძვის ავადონი ეშმაკეული შეპყრობით, ასეთი გაშმაგებით საქართველოს – ერთადერთ კუთხეს კაცობრიობის ისტორიაში, სადაც მომავალი ანტიქრისტე ტახტს ვერ დაიდგამს.