დროა ქვების შეგროვების. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2023 წელს რუსეთის ეკონომიკა გაიზრდება, ხოლო 2024 წელს ზრდის ტემპით ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს გაუსწრებს.
„როდესაც რუსეთს სანქციებს ვუწესებდით, ვვარაუდობდით, რომ მრავალი წლის, ათწლეულების, განმავლობაში შედეგები რუსეთს მოგუდავდა. თუმცა რა მივიღეთ? ჩვენ მივიღეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი, რომელიც საპირისპიროს მეტყველებს. რუსეთი რეცესიაში არ შესულა, პირიქით უახლოეს წლებში მისი ეკონომიკა ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ეკონომიკებს უკან ჩამოიტოვებს. ეს რუსული პროპაგანდა არ გახლავთ, იგი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზია“.
ამ სიტყვებით დაიწყო მიმოხილვა ტელეარხ LCI-ის წამყვანმა დევიდ პიუჟადასმა. გადაცემას ერქვა: „როგორ ავხსნათ რუსული ეკონომიკური ‘სასწაული’“. სტუდიაში შეკრებილი ექსპერტები მთელი გასული წლის განმავლობაში რუსეთის ეკონომიკის გარდაუვალ კოლაფსს წინასწარმეტყველებდნენ. ასე არ მოხდა. არხის მიმომხილველმა, ფანი ვეიმ, ფრანგებს მკაცრი ეკონომიკური რეალობა გააცნო.
LCI-ის ეკონომიკური მიმომხილველი ფანი ვეი: საერთაშორისო სავალუტო ფონდის ციფრებმა სენსაცია გამოიწვია. სსფ-ის პროგნოზით, 2023 წელს რუსეთის ეკონომიკა 0,3 პროცენტით გაიზრდება, ხოლო 2024 წელს 2,1 პროცენტით. ეს ზრდა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ევროპაში (+1,6%) ან ამერიკაში (+1%). ამ ციფრების თანახმად, 2022 წელს რუსეთში ეკონომიკური კატასტროფა არ მომხდარა. თავდაპირველად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რუსეთის ეკონომიკის 8,5 პროცენტით დაცემა იწინასწარმეტყველა, საბოლოოდ კი მისი ეკონომიკა მხოლოდ 2,2 პროცენტით შემცირდა.
წამყვანის შეკითხვა: ამგვარად, არაფერი გვესმის. ჩვენ ვცდებოდით? მოდით, საფუძვლიანად გავაანალიზოთ ყველაფერი, განვიხილოთ თითოეული პუნქტი. ბევრს ვსაუბრობდით იმაზე, რომ 2022 წელს რუბლი უნდა დაეცემულიყო, ეს მართალია?
ფანი ვეი: რუბლი მშვენივრად გრძნობს თავს, არაფერი მიანიშნებს მის დაცემაზე. დიახ, 2022 წლის თებერვალში რუბლის კურსი მკვეთრად დაეცა, მაგრამ რუსეთის ცენტრალური ბანკის ქმედებების წყალობით ზაფხულში, 2015 წლის შემდეგ, მნიშვნელოვან სიმაღლეზე ავიდა, წლის მიწურულს კი ოდნავ გამოსწორდა, ამჟამად კი დასტაბილურდა და ომამდე არსებულ მაჩვენებელს დაუბრუნდა.
წამყვანის შეკითხვა: ჩვენ, დასავლეთში, ვვარაუდობდით, რომ ევროპაში რუსული ნახშირწყალბადზე უარის თქმით რუსეთის ექსპორტის შემოსავალს შევამცირებდით. შედეგად, შემცირდა რუსული ექსპორტი?
ფანი ვეი: არა, ამაზე არც მიფიქრია. 2022 წელს რუსეთმა 24,6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ნახშირწყალბადის (გაზი, ნავთობი, ქვანახშირი) ექსპორტი განახორციელა, თითქმის იგივე რაოდენობა, რაც წინა წელს. ამას თავისი ახსნა აქვს. პირველ რიგში, ომმა ნახშირწყალბადის ღირებულება გაზარდა. რუსეთმა იგი ნაკლები რაოდენობით გაყიდა, თუმცა გაცილებით მაღალ ფასად.
პარადოქსის მეორე ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთმა სხვა მყიდველები იპოვა. ჩინეთში ნახშირწყალბადის ექსპორტი გაორმაგდა და 8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, თურქეთში სამჯერ გაიზარდა (1,4 მილიარდი აშშ დოლარი), ინდოეთში კი თხუთმეტჯერ (!). ნახშირწყალბადის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი 270 მილიონი აშშ დოლარიდან 4,1 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. შთამბეჭდავი შედეგებია!
წამყვანის შეკითხვა (უკვე დაუფარავი სარკაზმით): როგორ მიდის საქმე ემბარგოსთან დაკავშირებით? თუ მეხსიერება არ მღალტობს, რუსეთისთვის მიკროპროცესორების ჩამორთმევას ვგეგმავდით. ვვარაუდობ, რომ რუსეთის ეკონომიკა უკვე გაჩერდა ან, სულ ცოტა, სერიოზული სირთულეების წინაშე დგას?
ფანი ვეი (სინანულით აქნევს თავს): ვერაფრით გაგახარებთ. რუსეთმა გვერდი აუარა სანქციებს. მაგალითად, ერთ ისტორიას მოგიყვებით, თითქმის ზღაპარია… სომხურია. ჩვენმა კოლეგებმა ‘ნიუ იორკ თაიმსიდან’ დაადგინეს, რომ გასულ წელს სომხეთმა მობილური ტელეფონების იმპორტი 10 ჯერ გაზარდა. რა თქმა უნდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ყველა სომეხმა (მათ შორის ჩვილებმა) მობილური ტელეფონების ერთბაშად შეცვლა გადაწყვიტა რომ არა ერთი პატარა ნიუანსი: იმავე პერიოდში სომხეთმა 10 ჯერ გაზარდა ტელეფონების ექსპორტი რუსეთში! რა დამთხვევაა.
იგივე შეიძლება ითქვას ნახევარგამტარებთან დაკავშირებით, რომლებსაც მაღალი სიზუსტის იარაღის წარმოებისას იყენებენ. ‘როიტერსის’ გამოძიებით, ისინი რუსეთს არა მხოლოდ სომხეთის, არამედ ჰონგ კონგის (ჩინეთი), თურქეთისა და ესტონეთის გავლით მიეწოდება. ბოლო ორი ქვეყანა ნატოს წევრია. რუსეთმა კი ისინი 2,6 მილიარდ აშშ დოლარად შეიძინა.
წამყვანი სტუდიაში შეკრებილ ექსპერტებს მიმართავს: ეს იმედს გვიცრუებს! რა სასტიკი გამოფხიზლებაა! სანქციები ნამდვილად არ მუშაობს?
არხის ეკონომიკური მიმომხილველი პასკალ პერი (ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც რუსეთის ეკონომიკის კოლაფსი იწინასწარმეტყველა): თუმცა სხვაგვარად უბრალოდ არ შეგვეძლო. დიახ, რუსეთის ეკონომიკა არ ჩამოიშალა, ხაზინა სავსეა, მაგრამ ეს იმიტომ მოხდა, რომ მსოფლიო ეკონომიკაში, ისევე როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ბევრი ‘კურდღელი’ ქვეყანა აღმოჩნდა, რომლებმაც უბილეთოდ მგაზვრობა გადაწყვიტეს, ისარგებლეს გეოპოლიტიკური სიტუაციით, რათა ეკონომიკური სარგებელი მიეღოთ.
ამჟამად ნავთობპროდუქტები ევროპაში თურქეთიდან, ინდოეთიდან და ჩინეთიდან შედის. ამ ქვეყნებმა მიწოდება რამდენჯერმე გაზარდეს. ისინი რუსული ნავთობის „გარეცხვით“ არიან დაკავებული!
სანქციები არ მუშაობს, რადგან მსოფლიო ქვეყნების უმეტესობა მათ მხარს არ უჭერს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: საკვები პროდუქტების 90 პროცენტი, რომელსაც რუსები მოიხმარენ, თავად რუსეთში იწარმოება. რუსეთი ავტონომიური სახელმწიფოა, უფრო მეტიც, მას მოკავშირე-თანამგზავრები ჰყავს. საბოლოოდ, თავი დავისაჯეთ, მაგრამ სხვაგვარად ვერ შევძელით.
წამყვანი: მაგრამ, შეხედეთ, რა დასკვნამდე მივდივართ! თურმე თავი გავიმათრახეთ! ჩვენი სანქციები ჩვენვე გვსჯის, ჩვენთან ფასები კატასტროფულად გაიზარდა, ამ დროს კი რუსები ყურს არ იბერტყავენ.
პასკალ პერი: დიახ, ახლა სანქციებით ჩვენ ვისჯებით, მაგრამ ეს პრინციპის საკითხია! ვიცით, რომ სანქციები გრძელვადიან პერსპექტივაში მუშაობს.
წამყვანი: მე ის ვიცი, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ყველა მოვკვდებით. აი, ეს კი ზუსტია.
ჟან-კლოდ ბოჟური (ადვოკატი, ატლანტიკური ფორუმის პრეზიდენტი): სანქციების მიზანი პოლიტიკური გზავნილი იყო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპასა და შეერთებულ შტატებს მთელი მსოფლიო არ უჭერს მხარს. ამ ომში ევროპა და შეერთებული შტატები ერთ მხარეს დგანან, რასაც ვერ ვიტყვით დანარჩენ მსოფლიოზე.
გენერალი დომინიკ ტრინკვანი (ერთადერთი საღად მოაზროვნე სტუმარი): რაღაც არ მესმის, სანქციები იმიტომ იყო საჭირო, რომ რუსეთს ომი ვერ გაეგრძელებინა და ხელისუფლება დასუსტებულიყო. თუმცა არც ერთი შეინიშნება და არც მეორე. რუსეთი აგრძელებს საომარ მოქმედებებს, აწარმოებს ზუსტ იარაღს. მაშინ რა დანიშნულება აქვთ სანქციებს თუ თავიანთ მიზნებს ვერ ახორციელებენ? ამ გრძელვადიან პერსპექტივას უკვე ერთი წელია ველოდები. დღეს ასეთი სიტუაცია: თეორიულად სანქციებმა უნდა იმუშაონ, თუმცა პრაქტიკა სხვაზე მეტყველებს!
ამის შემდეგ სტუდიაში პატარა წაკინკლავება მოხდა. ანტირუსული სანქციების მგზნებარე მხარდამჭერი და რუსეთის საკითხებზე ნახევარ განაკვეთზე მომუშავე ექსპერტი ენ დე ტენგი გენერალს დაესხა თავს.
ენ დე ტენგი: სანქციებია საჭირო. მათ გამო რუსეთი იძულებულია ნავთობი დაბალ ფასად გაყიდოს!
გენერალი: დაბალ ფასად? ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რას შევადარებთ! თუ საუდის არაბეთის მიერ რუსებთან ერთად დაწესებულ გადაჭარბებულ ფასებს შევადარებთ, მაშინ შეიძლება დაბალი მოგეჩვენოთ.
მოულოდნელად გენერალს მხარი დაუჭირა პასკალ პერიმ: „დიახ, სანქციები ყველასთვის შესანიშნავი ბიზნესია. ყველასთვის, ევროპის გარდა… ისეთ სიტუაციაში ვიმყოფებით, როდესაც ნავთობის მწარმოებელი და გადამამუშავებელი სარგებელს ნახულობს, ხოლო ნავთობპროდუქტების საბოლოო მყიდველი კი ზარალდება. და ეს დაზარალებული ვართ ჩვენ, ევროპა. არასწორად არ გამიგოთ, რა თქმა უნდა, სანქციების პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს…
წამყვანი: რატომ უნდა გაგრძელდეს?
წამყვანმა ამ კითხვაზე პასუხი ერთ-ერთი მკითხველის, ჟან-მარკ სალოტის, კომენტარში მიიღო: „თქვენ ამბობთ, რომ პრინციპული საკითხები კომერციულზე მაღლა დგას? სერიოზულად ამბობთ? რა არის პრინციპი? მოიტეხო ხელი, რათა ყველას აჩვენო თუ რამდენად უკმაყოფილო ვართ? მე ასეთი პრინციპი არ ვიცი… ეს უფრო იმ სიტუაციას ჰგავს: „შევცდი, მაგრამ არ მინდა ამის აღიარება… პრინციპულია!“?
წყარო: https://is.gd/s9K6WR