ეკონომიკასხვადასხვა

Credit Suisse-მა შვეიცარიის ეროვნული ბანკისგან 50 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მას შემდეგ ისესხა, რაც მისი აქციების ფასი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

0

რამდენიმე საათის შემდეგ, რაც შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ მზად იყო ფინანსური დახმარება გაეწია Credit Suisse-სთვის, პრობლემების წინაშე მდგარმა მეგაბანკმა მიიღო ეს შეთავაზება იმ იმედით, რომ დაარწმუნებდა ინვესტორებს, რომ ოპერირების გასაგრძელებლად საჭირო თანხა ჰქონდა.
Credit Suisse-მა განაცხადა, რომ შვეიცარიის ეროვნული ბანკისგან  50 მილიარდამდე შვეიცარიულ ფრანკს (53,7 მილიარდი აშშ დოლარი) ისესხებს. ბანკმა ამ სესხს უწოდა „გადამწყვეტი ქმედება პრევენციულად გააძლიეროის თავისი ლიკვიდურობა“.
„ეს დამატებითი ლიკვიდურობა მხარს დაუჭერს Credit Suisse-ის ძირითად საქმიანობასა და კლიენტებს, რადგან Credit Suisse-ის მიზანია შექმნას უფრო მარტივი და კლიენტების მოთხოვნილებებზე ორიენტირებული ბანკი“, – ნათქვამია Credit Suisse-ის განცხადებაში.
სესხის გარდა, რომელსაც ქვეყნის ცენტრალური ბანკისგან აიღებს, Credit Suisse-მა ისიც განაცხადა, რომ მილიარდობით აშშ დოლარის ღირებულების ვალი გამოისყიდა, რათა მართოს თავისი დავალიანება და პროცენტების გადახდის ხარჯები.
ეს შეთავაზება მოიცავს 2,5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ბონებსა და 500 მილიონი ევროს (529 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების ევრო ბონებს.
ეს პატივცემული, მაგრამ პრობლემების წინაშე მდგარი ბანკი, რომელიც 1856 წელს დაარსდა, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც სხვა 30 ბანკთან, მათ შორის JP Morgan Chase-თან, Bank of America-სა და Bank of China-სთან, ერთად კლასიფიცირდება როგორც „მსოფლიოში სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკი“.
სამშაბათს Credit Suisse-მა განაცხადა, რომ „ჩვენი ფინანსური ანგარიშმგებლობის შიდა კონტროლში გარკვეული მატერიალური სისუსტე“ აღმოაჩინეს, რის გამოც 2021 და 2022 წლებში ხელმძღვანელობამ ამ კონტროლს „არაეფექტური“ უწოდა.
2022 წლის წლიური ანგარიშის გამოქვეყნების თავდაპირველი თარიღი, რომელშიც ეს ინფორმაცია გამჟღავნდა, ჯერ კიდევ წინა კვირას შეიცვალა.
ინფორმაცია  სამაშაბათამდე გახდა ცნობილი, სანამ რეკორდულად დაბალი დაცემა დაფიქსირდებოდა, შუადღისთვის ბანკის აქციების ფასმა დაახლოებით 2.50 აშშ დოლარი შეადგინა.
სამშაბათს Credit Suisse-მა ‘ტვიტერის’ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ სურდა „გაემეორებინა, როგორც დღეს დილით გამოცხადდა, 2022 წლისა და წინა წლების ჩვენი ფინანსური შედეგები ზუსტი და სანდოა“. ამას, ბანკის განცხადებით, „მხარს უჭერდა ღირსეული სარევიზიო დასკვნა“, რომელიც ეკუთვნის გარე აუდიტორ PwC-ს.
ორშაბათს ინვესტორმა რობერტ კიოსაკიმ სატელევიზიო გადაცემა  Cavuto: Coast to Coast-ში იწინასწარმეტყველა, რომ შემდეგი ბანკი Credit Suisse-ი იქნებოდა, რომელიც … რადგან ობლიგაციების ბაზარი იშლება“. კიოსაკიმ ისიც აღნიშნა, რომ „წლების წინ Lehman Brothers-ს დაცემის შესახებ განაცხადა“.
კიოსაკიმ კომენტარები მას შემდეგ გააკეთა, რაც Silicon Valley Bank-ი და Signature Bank-ი დაიხურა, რამაც ბოლო დღეებში საფონდო ბირჟაზე ტურბულენტობა გამოიწვია.
2022 წელს Credit Suisse-ის სუფთა შემოსავალმა 14,92 მილიარდი შვეიცარიული ფრანკი შეადგინა, რაც 34 პროცენტით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.  გარდა ამისა, ბანკის წლიური ანგარიშის მიხედვით, იმავდროულად, მისი სუფთა ზარალი 1,65 მილიარდი შვეიცარიული ფრანკიდან 7,29 მილიარდ ფრანკამდე გაიზარდა.
ოქტომბერში Credit Suisse-მა განაცხადა, რომ მეოთხე კვარტალში თანამშრომლების რიცხვს 5 პროცენტით შეამცირებს, ხოლო 2025 წლისთვის თანამშრომლების კიდევ უფრო შემცირებას გეგმავს.

წყარო: https://is.gd/nsr1Er | https://is.gd/m9WjnH