ახალი ამბებისხვადასხვა

Credit Suisse-მა ბიძინა ივანიშვილთან სინგაპურის საქმე წააგო

0

პარასკევს გამოქვეყნებული სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სინგაპურში ბაზირებულმა ‘კრედიტ სვისმა’ (Credit Suisse Trust Ltd.-მა) დაარღვია თავისი ვალდებულება მოსარჩელეების მიმართ, რადგან ვერ დაიცვა კლიენტის აქტივები.
სასამართლომ ქართველი მილიარდერისთვის მიყენებული ზარალი 926 მილიონ აშშ დოლარად შეაფასა.
საკომპენსაციო თანხის ოდენობა შეიძლება შეიცვალოს „რათა გამოირიცხოს ორმაგი ანაზღაურება“, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ შარშან ბერმუდის სასამართლომ ამავე საქმეზე მოპასუხეს ბიძინა ივანიშვილისთვის 600 მილიონი აშშ დოლარის ანაზღაურება დააკისრა, საქმეზე დანახარჯების ასანაზღაურებლად.
„დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილება მცდარია და ძალიან მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემებს ქმნის“, – განაცხადა Credit Suisse-ის წარმომადგენელმა ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ განცხადებაში და დასძინა, რომ ბანკი „გასაჩივრებას“ აპირებს. ივანიშვილის პრესმდივანს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ეს გადაწყვეტილება Credit Suisse-ისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მარცხია. ბერმუდის სასამართლოში ივანიშვილთან საქმის წაგების, შვეიცარიაში ფულის გათეთრების ბრალდებისა და სხვა არაერთი სკანდალის შემდეგ ინვესტორებმა ბანკის მიმართ ნდობა დაკარგეს.
2023 წლის მარტში შვეიცარიის ფედერალური მთავრობის შუამავლობით Credit Suisse-ი მისმა კონკურენტმა UBS Group AG-მა შეიძინა, რომელიც, სავარაუდოდ, მალე დაიხურება.
ამ გადაწყვეტილებამ ნათლად აჩვენა, რომ ბანკმა კერძო ბანკირ პატრის ლესკოდრონს ბანკის აქტივებთან წვდომა ვერ შეუზღუდა. ლესკოდრონი 2018 წელს გაასამართლეს იმ თაღლითური სქემის გამო, რომლის მეშვეობითაც ივანიშვილის ანგარიშებიდან ფულს იპარავდა.
სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, თუ მხარეებმა ხარჯებთან და/ან პროცენტებთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ამ საკითხთან დაკავშირებით არაუგვიანეს 30 ივნისისა შეთანხმებული გრაფიკი უნდა წარადგინონ განსახილველად.
ივანიშვილის მთავარი ადვოკატი სინგაპურული იურიდიული ფირმა Drew & Napier-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ქევინდერ ბული იყო. შვეიცარიული ბანკის ინტერესებს კი ლი ენჯ ბენგი (Rajah & Tann) და სინგაპურული იურიდიული ფირმა Allen & Gledhill LLP-ი წარმოადგენდნენ.

წყარო:
1. https://www.swissinfo.ch/eng/credit-suisse-loses-singapore-case-with-georgian-tycoon/48543590
2. https://www.bloomberg.com/news/articles/2023-05-26/credit-suisse-loses-singapore-court-case-with-georgian-tycoon?fbclid=IwAR3NO95TzOItr5JKfW7mMEHcAWErKcv8CV3WcQAgpTP5y1rljTTXd2WJAYI&leadSource=uverify%20wall&mibextid=Zxz2cZ