საზოგადოებასხვადასხვა

Covid-19-თან საბრძოლველად განკუთვნილი თანხები დრეგ-შოუების ჩასატარებლად გამოიყენეს

0

2 ივნისი, 2023 წ.

ნიუ ჰემფშირის შტატის ერთ-ერთი საშუალო სკოლა მკაცრი კრიტიკის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც კოვიდის ფონდებში აკუმულირებული თანხები დრეგ-შოუს ჩასატარებლად დახარჯა, რომლის დროსაც საპირისპირო სქესის ტანსაცმელში გამოწყობილი მამაკაცები ბავშვების წინაშე კეკლუცობდნენ.
‘ამერიკული სამაშველო გეგმის’ (2021) თანახმად, ბავშვებს მემარცხენეების რადიკალური დღის წესრიგი არ უნდა გააცნონ. გავრცელებული ინფორმაციით, ნიუ ჰემფშირის შტატის ქალაქ მანჩესტერში მდებარე ერთ-ერთი საშუალო სკოლა (Manchester High School West) Covid-19-ის ფონდში დარჩენილი 4 ათასი აშშ დოლარით ივნისში გასამართ პრაიდს დააფინანსებს. ლგბტქ თემი არაოფიციალურად აცხადებს, რომ მთელი თვე მათ უნდა მიუძღვნან.
ხსენებული თანხიდან 500 აშშ დოლარით, რომელიც მანჩესტერის მერმა, ჯოის კრეგმა, დაამტკიცა, დრეგ ქუინებს (ქალის ტანსაცმელში გამოწყობილი მამაკაცები) დაიქირავებენ.
ჟურნალ „ნიუსვიკის“ (Newsweek) ცნობით, ეს ღონისძიება ზოგიერთ რესპუბლიკელსა და დემოკრატს შორის „უთანხმოებას“ იწვევს.
მანჩესტერის სასკოლო ოლქის უფროსის, ჯენიფერ გილისის, განმარტებით, გადასახადის გადამხდელთა ფულით ბავშვებისთვის დრეგ ღონისძიებების დაფინანსება საზოგადოების სტრატეგიული გეგმის ნაწილია.
„როგორც სასკოლო ოლქი, მხარს ვუჭერთ და ვზრუნავთ ყველა მოსწავლეზე, სანამ სწავლობენ და იზრდებიან. მსგავსი ღონისძიებები ჩვენი საზოგადოების მიერ შემუშავებული სტრატეგიული გეგმის მიზნებსა და ოლქის პოლიტიკას შეესაბამება“, – ვკითხულობთ გილისის განცხადებაში.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Manchester High School West-ი 2018 წლიდან მასპინძლობს პრაიდის ღონისძიებებს და წლევანდელი დღის წესრიგი სხვა წლების დღის წერიგს შეესაბამება“.
გილისმა ღონისძიებას კლასგარეშე პროგრამა უწოდა, რომელსაც ბევრი ადამიანი დაესწრება და საკუთარ თავში დარწმუნებული მშობლებისა და ბავშვების მოწონებას დაიმსახურებს.
Newsweek-ის ინფორმაციით, ბაიდენის „ამერიკული სამაშველო გეგმის“ ბუნდოვანი დირექტივები იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება Covid-19-ის სახსრების გამოყენება, ამ გეგმის ერთ-ერთი პრობლემაა.

წყარო: https://townhall.com/tipsheet/saraharnold/2023/05/31/school-uses-covid-funds-to-put-on-drag-show-for-kids-n2623909