ივან პროვოროვს ტყუილში ცხოვრება არ სურს
ავტორი: როდ დრეჰერი
„ფილადელფია ფლაიერზის“ (Philadelphia Flyers) რუსი ვარსკვლავი ივან პროვოროვი მართლმადიდებელი ქრისტიანია, რომელსაც ნამდვილად სწამს თავისი რელიგიის.
„’ფლაიერზის’ მცველმა, ივან პროვოროვმა, მატჩის წინა მოთელვაში მონაწილეობა რელიგიური შეხედულებების გამო არ მიიღო. ამ დროს გუნდის წევრებს პრაიდის თემატიკის ამსახველი მაისურები ეცვათ, ჯოხებზე კი ცისარტყელას ფერის ლენტები ჰქონდათ შემოხვეული.
სამშაბათს საღამოს „ანაჰაიმთან“ (Anaheim) გასამართი მატჩის წინ 26 წლის პროვოროვმა თანაგუნდელებთან ერთად ციგურაობაზე უარი განაცხადა. ამ დღეს „ფლაიერზი“ ლგბტქ+ თემის პატივსაცემად და მხარდასაჭერად საზეიმოთ აღნიშნავდა ყოველწლიურ პრაიდის ღამეს. თამაში ფილადელფიელთა გამარჯვებით 5-2 დასრულდა. პროვორომა 23 წუთი ითამაშა.
„ყველას არჩევანს პატივს ვცემ. ჩემი არჩევანია ვიყო საკუთარი თავისა და რელიგიის ერთგული. სულ ეს არის, რის თქმასაც ვაპირებ“, – განაცხადა რუსმა ჰოკეისტმა თამაშის დასრულების შემდეგ“.
ლიბერალურ საზოგადოებაში ეს უნდა დასრულდეს, თუმცა ჩვენ ლიბერალურ საზოგადოებაში აღარ ვცხოვრობთ. ჩვენ ვცხოვრობთ პროგრესიული რბილი ტოტალიტარიზმის პირობებში.
ოლიმპიური ოქროს მედალოსან ერინ ემბროზს, რომელიც ლგბტქ+ თემის წევრია, ფანატიზმის გამო პროვოროვის სათადარიგოთა სკამზე დასმა სურს.
‘ტვიტერზე’ დიდი გამოხმაურება მოჰყვა რუსი ჰოკეისტის ქმედებას. ჯერჯერობით ადრეა იმის თქმა, თუ როგორი რეაქცია ექნებათ მედიასაშუალებებს. თუმცა, სიმართლე ითქვას, უკვე ვიცით წინასწარ. იხილეთ ქვემო მოცემული ვიდეო, რომელშიც პროვოროვი მატჩის დასრულების შემდეგ თავისი ქმედების შესახებ დასმულ კითხვას პასუხობს. იგი აშკარად პატივს სცემს მათ, ვინც მას არ ეთანხმება, თუმცა თავისი სინდისის გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებს, „ვოუკის“ ტოტალიტარიზმის მიუხედავად. მისთვის ცოცხალი ღმერთი უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ამ დეგრადირებული ეპოქის კერპები. აქსიოს!
ჯოშ დოუსი 100 პროცენტით მართალია, როდესაც წერს: „ქრისტიანო მშობლებო, თქვენი მიზანი ისეთი ბავშვების აღზრდა უნდა იყოს, რომლებიც ასე მოიქცევიან. ისინი მსგავს სიტუაციებში აღმოჩნდებიან, თუ უკვე არ აღმოჩნდნენ“.
ეს ვოუკისტები სპორტს ანადგურებენ და ადამიანებს მათთვის მიუღებელი კულტურული პოლიტიკის მიღებას აიძულებენ. იხილეთ დედაქალაქ ვაშინგტონის ჰოკეის გუნდის აქტიურობა. რა საერთო აქვს ამ სისულელეს ჰოკეისთან?
წყარო: https://is.gd/PEbTDr