პოლიტიკასხვადასხვა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – აშშ, უკრაინის კრიზისის მთავარი წამქეზებელია

0

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტისკენ მოუწოდებ

შეერთებული შტატები კიევისთვის მძიმე შეტევითი იარაღის მიწოდებით, უკრაინაში კონფლიქტის გახანგრძლივებას უწყობს ხელს. თუ აშშ ნამდვილად ზრუნავს უკრაინელ ხალხზე, ვაშინგტონმა სამხედრო ტექნიკის გაგზავნა უნდა შეწყვიტოს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მაო ნინმა, განაცხადა.
„შეერთებული შტატები უკრაინის კრიზისის მთავარი წამქეზებელი და მამოძრავებელი ძალაა, ისინი უკრაინას მუდმივად აწვდიან მძიმე და შეტევით იარაღს, რაც კონფლინქტის გახანგრძლივებასა და მის კიდევ უფრო მაღალ ინტენსივობას განაპირობებს“, – განაცხადა ნინმა.
მაო ნინმა შეერთებულ შტატებს მოუწოდა შეწყვიტოს „ამ ომიდან სარგებლის მიღება“ და „დაინტერესებულ მხარეებს“ შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის შესაბამისი პირობები შექმნას.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მაო ნინის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება დაიცავს ჩინურ კომპანიებს იმ შეთხვევაში, თუ შეერთებული შტატები, უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის გამო, მათ წინააღმდეგ სანქციებს შემოიღებს.
ნინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების ხელისუფლება ჩინეთს მუდმივად უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებს და ყოველგვარი რაციონალური მიზეზის გარეშე ლახავს ჩინური კომპანიების ინტერესებს, რომლებიც მხარს არ უჭერენ უკრაინაში დაწყებული კონფლიქტის გამო დაწესებულ ანტირუსულ სანქციებს.
ჩინეთის ხელისუფლებამ არაერთგზის განაცხადა, რომ რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს და ხელს არ შეუწყობს უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციას. ამავდროულად, პეკინმა მხარეებს მშვიდობის დამყარებისკენ მოუწოდა და მიანიშნა, რომ  უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე შეერთებული შტატებია პასუხისმგებელი.
25 იანვარს შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ უკრაინას 31 ამერიკულ ძირითად საბრძოლო ტანკს (M1 Abrams) გადასცემს, თუმცა იქვე მიუთითა, რომ სამხედრო ტექნიკის მიწოდებას თვეები დასჭირდება.
„ვაშინგტონ პოსტის“ (The Washington Post) ცნობით, უკრაინას ამერიკულ ტანკებს 2023 წლის ბოლომდე გადასცემენ. შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, განცხადებით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის მოცულობა 400 მილიონი აშშ დოლარი იქნება.

წყარო: https://is.gd/YN2XDR