სი ძინპინმა, კანადის პრემიერს, მათ შორის შემდგარი საუბრის დეტალების მედიაში გაჟონვის გამო გაფრთხილება მისცა. ჩინეთის პრეზიდენტმა, ტრუდოს განუცხადა რომ სმგავსი ქმედება აზიანებს დიპლომატიურ ურთიერთობებს და საბოლოოდ იწვევს მის მიმართ პატივისცემის
დაკარგვას.
“ყველა დეტალი, რაც ჩვენ განვიხილეთ მედიაში აღმოჩნდა, რაც არ არის მართებული” – უთხრა სი ძინპინმა, თარჯიმანის საშუალებით ტრუდოს, როდესაც ლიდერები ერთმანეთს G20-ის სამიტის ფარგლებში გამართულ ღონისძებაზე შეხვდენენ.
მედიამ სწრაფად შენიშნა, კანადის და ჩინეთის ლიდერების შეხვედრა დარბაზში და კამერებმა მოხერხეს აღებეჭდათ მათი მოკლე დიალოგი.
“ჩვენი საუბარი ასე არ წარმართულა, თუ თქვენ გულწრფელი ხართ” – გააგრძელა სიმ. გარკვეული ნაწილის გადათარგმნა და ტრუდოსთვის მიწოდება თარჯიმანმა ვერ მოასწრო. ის, რაც სიმ ჩინურად თქვა ასე ჟღერს – “ჩვენი საუბრები ურთიერთპატივისცემით უნდა წარვმართოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები არაპროგნოზირებადი იქნება”.
“ჩვენ გვწამს ღია, თავისუფალი და გულწრფელი დიალოგის და ასეც გავაგრძელებთ. ჩვენ გვსურს კონსტრუქციულად ვიმუშაოთ ერთობლივად, მაგრამ იქნება საკითხები, რაზეც ერთმანეთს არ დავეთანხმებით” – უპასუხა ტრუდომ ვიზავის.
“ამისთვის ჯერ შესაბამისი პირობები უნდა შევქმნათ” – ხელის ჩამორთმევისას უთხრა სი ძინპინმა ტრუდოს.
ჩინეთისა და კანადის ლიდერებს შორის სამშაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ, კანადის პრემიერ- მინისტრის ოფისმა მედიას განუცხადა, რომ ჯასტინ ტრუდომ ჩინეთის პრეზიდენტთან საუბარში შეშფოთება გამოხატა კანადის საქმეებში ჩინეთის ჩარევის შესახებ. პრემიერის ოფისის განმარტებით, ლიდერებმა ასევე განიხილეს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი და კლიმატის ცვლილების საკითხები.
კანადურ მხარეს არ დაუკონკრეტებია, ჩინეთის მიერ ჩარევაში რას გულისხმობდა ჯასტინ ტრუდო. თუმცა, ცნობილია, რომ კანადაში რამდენიმე საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, როგორც ეკონომიკური ზემოქმედების, ასევე ჩინეთის მიერ კანადის არჩევნებში სავარაუდო ჩარევის შესახებ.
კომპანია “Hydro-Québec”- ის ყოფილი თანამშრომელი იყო პირველი ადამიანი, რომელიც ეკონომიკური შპიონაჟის ბრალდებით დააკავეს. ის კანადის საგამოძიებო სამსახურებმა ჩინეთის ხელისუფლებისთვის კანადის სავაჭრო საიდუმლოებების მიწოდებაში ამხილეს.
ასევე, კანადის საპარლამენტო კომისიამ დაიწყო მოკვლევა არჩევნებში ჩინეთის შესაძლო ჩარევის შესახებ. Global News-მა კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, ჩინეთის მიერ არჩევნებში ჩართული ჯგუფების დაფინანსების შესახებ, რომლებსაც მედიის ცნობით 2019 წლის არჩევნებში სულ მცირე 11 კანდიდატი ყავდათ.
კონსერვატიული პარტიის წევრი, მაიკლ ჩონგი აკრიტიკებს ჯასტინ ტრუდოს და ამბობს, რომ პრემიერი სამიტისთვის არ ყოფილა სათანადოდ მომზადებული და მან ვერ მოახერხა დაეცვა კანადის ინტერესები.
“პრემიერ მინისტრი ანგარიშვალდებულია ხალხთან და პარლამენტთან, მან უნდა გვითხრას ვინ იყო ის 11 ადამიანი(ჩინეთისგან მხარდაჭერილი) და რა კეთდება იმისათვის, რომ აღარასდროს განმეორდეს მსგავსი ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეში.”
ტრუდოს, მედიასთან არ დაუკონკრეტებია, დაპირდა თუ არა სი ძინპინს მათ შორის შემდგარი დიალოგის შინაარსის საიდუმლოდ შენახვას.
“ჩვენ, მთავრობა ვლაპარაკობთ ხალხის სახელით, ამიტომ ჩვენ გავანდობთ ყველანაირ ინფორმაციას კანადელს ხალხს” – განაცხადა ტრუდომ.