პოლიტიკასხვადასხვა

ჩინეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა – ვაშინგტონს აშკარად სურდა ეს ომი, ამიტომ მისი პროვოცირება უკრაინის მეშვეობით გადაწყვიტა

0

ჩინეთმა განაცხადა, რომ ბოლო ათწლეულებში შეიარაღებული საერთაშორისო კონფლიქტების 80 პროცენტზე მეტი შეერთებულმა შტატებმა დაიწყო.
მოსკოვში ჩინეთის საელჩომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები (აშშ) „მსოფლიოსთვის ნამდვილ საფრთხეს წარმოადგენს“.
ჩინეთის წარმომადგენლობამ სოციალურ ქსელ ‘ტვიტერში’ (Twitter) დაწერა, რომ შეიარაღებული კონფლიქტების 80 პროცენტზე მეტი, რომელიც გასული საუკუნის შუა პერიოდიდან მიმდინარე საუკუნის დასაწყისამდეა რეგისტრირებული, სწორედ ამ ქვეყანამ დაიწყო.
ჩინეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის თქმით, „248 შეიარაღებული კონფლიქტიდან, რომელიც 1945-2001 წლებში მსოფლიოს 153 რეგიონში მოხდა, 201 აშშ-მა დაიწყო, რაც მთლიანი რაოდენობის 81 პროცენტია“.
„არასოდეს დაივიწყოთ თუ ვინ წარმოადგენს მსოფლიოსთვის რეალურს საფრთხეს“, – განაცხადეს ჩინეთის საელჩოში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის გარშემო არსებული დაძაბული მდგომარეობა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის კისერზეა, რადგან მან ცეცხლზე ნავთი დაასხა, ამ დროს კი სხვებს ადანაშაულებს იმაში, რომ ხანძრის ჩასაქრობად თავს არ ზოგავენ.
ჩინეთმა შეერთებულ შტატებს იმ სიით უპასუხა, რომელშიც ის ქვეყნებია ჩამოთვლილი, რომელიც აშშ-მა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაბომბა.
ეს სიმართლეა, თუმცა ყველა ისე იქცევა თითქოს პრობლემა შეერთებული შტატები არ არის. ვაშინგტონს აშკარად სურდა ეს ომი, ამიტომ მისი პროვოცირება უკრაინის მეშვეობით გადაწყვიტა.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ შეერთებული შტატების ინტერვენციების ჩამონათვალი
დაბომბვები, საბოტაჟი, ხელისუფლების ცვლილების მცდელობები

ჩინეთი (1945-1946), სირია (1949), კორეა (1950-1953), ჩინეთი (1950-1953), ირანი (1953), გვატემალა (1954), ტიბეტი (1955-1970-იანი წ.), ინდონეზია (1958), კუბა (1959), კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1960-1965), დომინიკის რესპუბლიკა (1961), ვიეტნამი (1961-1973), ბრაზილია (1964), ბრიტანეთის გვიანა (1964), კონგოს რესპუბლიკა (1964), გვატემალა (1964), ლაოსი (1964-1973), დომინიკის რესპუბლიკა (1965-1966), ინდონეზია (1965), პერუ (1965), საბერძნეთი (1967), გვატემალა (1976-1969), კამბოჯა (1969-1970), ჩილე (1970-1973), არგენტინა (1976), ანგოლა (1976-1992), თურქეთი (1980), პოლონეთი (1980-1981), ელსალვადორი (1981-1992), ნიკარაგუა (1981-1990), კამბოჯა (1980-1995), ლიბანი (1982-1984), გრენადა (1983-1984), ლიბია (1986), ირანი (1987-1988), ლიბია (1989), ფილიპინები (1989), პანამა (1989-1990), ჰაიტი (1991), ერაყი (1991), კუვეიტი (1991), სომალი (1992-1994), ერაყი (1992-1996), ბოსნია (1995), ერაყი (1998), სუდანი (1998), ავღანეთი (1998), იუგოლსავია (1999), ავღანეთი (2001), ერაყი (2002-2003), იემენი (2002-2020), ჰაიტი (2004), სომალი (2006-2007), ირანი (2005-დღემდე), ჰონდურასი (2009), სიბია (2011), სირია (2011-დღემდე), ბრაზილია (2016), ბოლივია (2019), ვენესუელა (2019), გაიანა (2020), ერაყი (2020), სომალი (2020), ავღანეთი (2020).

წყარო: https://is.gd/FHZ5k2