ახალი ამბები

ჩეხეთის ვაჭრობის მინისტრი ევროკავშირს ენერგო კრიზისზე არაეფექტური რეაგირების გამო აკრიტიკებს

0

ჯოზეფ სიკელა ამბობს, რომ აუცილებელია სოციალური სტაბილურობის შენარჩუნება და უზრუნველჰყოფა იმისა, რომ პუტინმა ვერ შეძლოს ევროპის ეკონომიკის რეცესიის და ამით სოციალური მღელვარების გამოწვევა.
“ევროკავშირი ძალიან ნელა მოქმედებს მიმდინარე ენერგო კრიზისთან გასამკლავებლად” – ამბობს ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი “Financial Times”-თან ინტერვიუში.
იგი აფრთხილებს ევროკავშირს, რომ არასაკმარისი და შეუსაბამო ნაბიჯები, კიდევ უფრო გააღრმავებს ენერგო კრიზისს, რაც თავისმხრივ შეარყევს საზოგადოებრივ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ.
თუმცა, მან აქვე მოიწონა ის ღონისძიებები, რომლებიც აქამდე გატარდა, გაზზე მოთხოვნის შემცირების და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით.
ჩეხმა მინისტრმა, გამოთქვა იმედგაცრუება, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე ევროკომისიას არ წარმოუდგენია დეტალური ინფორმაცია თუ როგორ იმუშავებს ბუნებრივ აირზე წინასწარ დადგენილი ზღვრული ფასები.
მიმდინარე კვირაში, ბრიუსელში გაიმართა შეხვედრა, სადაც მთავარი განსახილველი საკითხი იყო ევროკავშირის მიერ გასატარებელი დამატებითი ღონისძიებები, ენერგო რესურსებზე მაღალი ფასების სტაბილიზაციის მიზნით.
აღნიშნულ ახალ გეგმას, წევრი სახელმწიფოები სავარაუდოდ 24 ნოემბერს დაამტკიცებენ.
მას შემდეგ, რაც ჩეხეთი გახდა ევროკომისისს პრეზიდენტი ქვეყანა, მოწვეულ იქნა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკულ საკითხებზე პასუხისმგებელი მინისტრების შეხვედრა, რომელზეც უნდა დამტკიცდეს ევროკომისიის მიერ ოქტომბერში წარმოდგენილი გეგმა. აღნიშნული პაკეტი ითვალისწინებს, ნიადაგის მომზადებას გაზის ერთობლივი შესყიდვების განხორციელებისთვის. ასევე, ადგენს წევრ სახელმწიფოებს შორის სოლიდარობის ახალ წესებს, კრიტიკული დეფიციტის შემთხვევაში.
გეგმის მიხედვით, უნდა განისაზღვროს ნაბიჯები, ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებზე ფასების არასტაბილურობის და ზრდის სწრაფი ტემპის წინააღმდეგ.