პოლიტიკა

„Cancel culture“(კულტურის გაძევება) იდეოლოგია შვედეთის განათლების სისტემას საფრთხეს უქმნის

0

„cancel culture”- სგან(კულტურის გაძევება) მომდინარე კიდევ ერთი რისკი იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკურად წინააღმდეგობრივ საკითხებზე კვლევისთვის წაყრუება უფრო კომფორტული სფეროების სასარგებლოდ ხდება. ვის სურს რასიზმის ან სექსიზმის კვლევა, როცა შეიძლება, რომ დაგაბრალონ თითქოს შენც იმ იდეებს იზიარებ, რომლებსაც იკვლევ?“
შვედეთის განათლების მინისტრმა მატს პერსსონმა შვედურ გაზეთ Expressen-ში გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ მისი სამინისტრო დაიწყებს შვედეთის უნივერსიტეტებში “cancel culture”- ის (კულტურის გაძევება) იმ შემთხვევების გამოძიებას, რაც მისი განცხადებით, თრგუნავს სიტყვის თავისუფლებას და ქმნის დახშულ აკადემიურ გარემოს.

„სინამდვილის გაგება თუ გვინდა, განსაზღვრულ სიტყვებსა და თეორიებს ვერ ავკრძალავთ. გაჩუმებისა და თითის გაშვერის კულტურა, რომელიც “კულტურის გაძევების” იდეოლოგიად იწოდება, ქმის უშინაარსო და ჩაკეტილ აკადემიურ გარემოს. მე დავიწყებ გამოძიებას იმის დასადგენად, რამდენად ფართოდ არის ეს ფართოდ გავრცელებული,“ წერს პერსსონი და დასძენს, რომ ასეთი კონტრკულტურა „ემუქრება დამოუკიდებელი მკვლევარების უნარს, შეფასებები საკუთარი ცოდნისა და პროფესიული უნარ-ჩვევების საფუძველზე გააკეთონ.“
დასავლური უნივერსიტეტები, რომლებიც ერთ დროს გამოხატვის თავისუფლების ბასტიონად მოიაზრებოდნენ, სულ უფრო მეტად აჩუმებენ განსხვავებული აზრის მქონეთ. განათლების მინისტრი აცხადებს, რომ შვედეთის უნივერსიტეტები შეიძლება იმ ადგილებად გადაიქცნენ, სადაც ღია დებატი და კრიტიკა აღარ დაიშვება.

„იდენტობის პოლიტიკამ” შეიძლება უნივერსიტეტების სამყაროში შეაღწიოს. როგორც შვედეთის ახალი ამბების პროგრამა „Kalla Fakta“ იუწყება, იკვეთება არაერთი შემთხვევა, როდესაც უვნებელი დებატის ან სრულად საფუძვლიანი შეკითხვა ჩნდება, სტუდენტებს დევნიან და აიძულებენ უაპელაციოდ მიიღონ “იდენტობის პოლიტიკა”.

„უნივერსიტეტი რიგითი ადგილი არ არის. კრიტიკა, კითხვები და ღია დისკუსიები აქ ჩვეულებრივ უნდა იყოს დამკვიდრებული. მიზანი კონსენსუსი არ არის.“
მინისტრი, ასევე დასძენს, რომ რასიზმთან და სექსიზმთან დაკავშირებულ თემებზე ღია დებატები აუცილებელია, მათი რეალური „გამომწვევი მიზეზები და შედეგები რომ გავიგოთ.“
„“cancel culture”-სგან (კულტურის გაძევება) მომდინარე კიდევ ერთი რისკი იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკურად წინააღმდეგობრივ საკითხებზე კვლევისთვის წაყრუება უფრო კომფორტული სფეროების სასარგებლოდ ხდება. ვის სურს რასიზმის ან სექსიზმის კვლევა იმ შემთხვევაში, თუ შეიძლება დაგაბრალონ, რომ შენც იმ იდეებს იზიარებ, რომლებსაც იკვლევ?“
გასულ წელს სამი ეჭვმიტანილი შვედი აკადემიკოსის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ, რაც მათმა კვლევამ დაადგინა, რომ გაუპატიურების შემთხვევების უმეტესობა იმიგრანტების მიერ არის ჩადენილი. ფაქტობრივად, ამ ნაშრომის წამყვანი ავტორი და შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი კრისტინა სუნდქვისტი მის უნივერსიტეტში სოციალური კვლევის სფეროში ყველაზე ხშირად ციტირებადი პროფესორი იყო, როცა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

შვედეთის განათლების მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მას აფიქრებს სამართლიანი გარემოს ხელშეწყობა არა მხოლოდ მემარცხენეებისა და მემარჯვენეებისთვის, არამედ რელიგიის სტუდენტებისთვისაც.
„არსებითად, შვედეთს კარგი აკადემიური გარემო აქვს. ჩვენთან
ძლიერი და დამოუკიდებელი კოლეჯები და უნივერსიტეტებია, რომლებსაც წამყვანი ადგილი უკავიათ. დღეს, კვლევა იმ სფეროებშიც მიმდინარეობს, რომლებიც შეიძლება პროვოკაციული იყოს როგორც პოლიტიკური მემარცხენეებისა და მემარჯვენეების, ასევე რელიგიური კონტინგენტისთვის.“
„სწორედ ასე უნდა იყოს ლიბერალურ-დემოკრატიაში. აკადემიის ძალა ახალი ცოდნის ძიებაშია და არა ტაბუირებულ სიტყვებსა და თვალზე ხელის აფარებაში. ამით მთელი საზოგადოება ისარგებლებს.“
მინისტრი ასევე ეხება 2020 წელს „ჰარპერსში“ გამოქვეყნებულ ღია წერილს, რომელშიც 150-მა ინტელექტუალმა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება. ამ ინტელექტუალთა შორის იყვნენ ან აპლბაუმი, მარგარეტ ატვუდი, სალმან რუშდი, ნოამ ჩომსკი, ფრანცის ფუკუიამა, მიქაელ იგნატიეფი, გარი კასპაროვი, კატი მარტონი, ჯეი.კეი. რაულინგი, და ფარედ ზაქარია.
„ღია წერილში ისეთი კარგად ცნობილი მკვლევარები და ავტორები, როგორიცაა ფრანცის ფუკუიამა, ნოამ ჩომსკი და სალმან რუშდი, წერენ, რომ არსებობს ღია დებატის გაჩუმების რისკი. ისინი მიუთითებენ, როგორ იქმნება არატოლერანტული კულტურა, რომელიც აზრებისა და იდეების თავისუფალ გაცვლას ემუქრება. იდენტობის პოლიტიკური მოძრაობა ყველაზე ძლიერი ამერიკის შეერთებულ შტატებშია, მაგრამ მან შეიძლება შვედეთის უნივერსიტეტებშიც შემოაღწიოს,“ წერს განათლების მინისტრი.
„რეალობა ილუზიურია, ისტორია სასტიკია და საზოგადოება უსამართლობით არის აღსავსე. სინამდვილის გაგება თუ გვინდა, კონკრეტულ სიტყვებსა და თეორიებს ვერ ავკრძალავთ.“
რასასთან, IQ-სთან, მამაკაცებსა და ქალებს შორის ბიოლოგიურ განსხვავებებთან და სხვა აქტუალურ თემებთან დაკავშირებული კითხვები დასავლურ აკადემიურ წრეებში ტაბუდ იქცა ან სრულად აიკრძალა, მაგრამ ეს პრობლემა  უნივერსიტეტების ფარგლებს სცდება და გაცილებით შორს მიდის. შარშან ყოფილი შვედი პოლიტიკოსი დამნაშავედ სცნეს, სამხრეთ სუდანელი ადამიანების IQ-ს ხსენებისთვის, რის გამოც, მისი განცხადებით, მათ შვედურ საზოგადოებაში ინტეგრაცია უჭირდათ.
„მათ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დონის განათლება აქვთ და მათში წერა-კითხვის უცოდინრობა ფართოდ არის გავრცელებული; უმრავლესობა თაობიდან თაობამდე ფერმერებად და მწყემსებად მუშაობს. მათი ჩრდილოეთ ევროპაში ჩამოსახლება ძალიან ჭკვიანურად არ მესახება,“ განაცხადა ბერტილ მალბერგმა, რომელიც მისი განცხადებების გამო პარტიიდან გარიცხვამდე „შვედი დემოკრატების“ წევრი იყო.
„გადაწყვეტილი მქონდა გაეროს განვითარების ინდექსის მოშველიება და იმის ახსნა, რომ ამ ხალხის შრომის ბაზარზე ინტეგრირება შეუძლებელი ხდებოდა, მაგრამ ამის თქმა ვერ მოვასწარი,“ დასძინა მალბერგმა და აღნიშნა, რომ სასამართლო მოსმენაზე მას სიტყვა შეაწყვეტინეს და ჩვენების დასრულების შესაძლებლობა არ მისცეს.

როგორც ჩანს, პერსსონი ხელს უწყობს უნივერსიტეტებში სრულ და ღია დისკუსიას, თვით მგრძნობიარე საკითხებზეც კი, მაგრამ უცნობია, რამდენად შორს წავა შვედეთი ამ სფეროებში თავისუფალი დებატების ლეგიტიმაციის საკითხში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სიძულვილისა და ქსენოფობიური გამონათქვამების წინააღმდეგ შვედეთს მკაცრი კანონები აქვს. მაგალითად, თუ აკადემიურ ნაშრომში გაკეთდებოდა დასკვნა, რომ IQ შედეგების საფუძველზე აზიელები თეთრებზე უფრო ჭკვიანები არიან, ეს ქსენოფობიური გამონათქვამი იქნებოდა? უნივერსიტეტში ასეთი დებატის გამართვაზე ნებართვა საერთოდ გაიცემოდა კი?
„ცენზურა, აკრძალული სიტყვები ან გაძევება შვედეთის უმაღლეს განათლებაში არ უნდა მოხდეს. უნივერსიტეტების ხელმძღვანელობას პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც დამსაქმებელს, მაგრამ მას აგრეთვე აქვს პასუხისმგებლობა დადგეს მეცნიერული კვლევის მხარეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არაკომფორტულად განიხილება,“ წერს პერსსონი. „ჩვენი გამოხატვის თავისუფლება და ტოლერანტული საზოგადოება ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია სხვადასხვა მოვლენაზე თავისუფლად ვისაუბროთ. ამ მთავრობისთვის აკადემიური თავისუფლება უბრალოდ ქაღალდის ნაგლეჯი ან ცარიელი დევიზი არ იქნება. შეუწყნარებლობა, შეწყნარებული არ იქნება. აკადემიურ თავისუფლებას კბილებით დავიცავთ.“

პერსსონი არ განმარტავს, რა ფორმას მიიღებს აღნიშნული გამოძიება, მაგრამ საინტერესოა ამ გამოძიების საფუძველზე მიღებული იქნება თუ არა რაიმე საკანონმდებლო ან ოფიციალური გადაწყვეტილება. მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში მასწავლებლებს აეკრძალათ „შავების სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ (BLM) დროშების გამოფენა და სწავლება მემარცხენეთა იდეოლოგიის პრიზმიდან.