გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, მემარცხენე პარტიის წარმომადგენელი სევიმ დაგდელენი აკრიტიკებს აშშ-ის დამოკიდებულებას მოკავშირეების მიმართ. მისი განცხადებით ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციას მხოლოდ ვასალები სურს და არა მოკავშირეები.
“აშშ-ის ადმინისტრაცია ტოვებს განცდას, რომ მათ რეალურად არ სურთ ჰყავდეთ მოკავშირეები, მათ სურთ მხოლოდ ვასალები!
მსოფლიოს მასშტაბით, უფრო და უფრო ცოტა ქვეყანაა, რომელიც აპირებს ამას შეეგუოს და ეს კარგი ახალი ამბავია!”
დეპუტატმა ასევე ყურადღება გაამახვილა გერმანიის ტერიტორიაზე განლაგებული ამერიკული ბაზების თაობაზე და მათი გაყვანა მოითხოვა.
“ამერიკული ბაზები გერმანიის ტერიტორიაზე მოქმედებენ გერმანული იურისდიქციის მიღმა, ისე რომ მათზე გერმანიის კონსტიტუცია არ ვრცელდება. გერმანიის მიწაზე განლაგებული ბაზები ჩართულია ომებში, რომელსაც ამერიკა აწარმოებს, მათი გამოყენებით ხორციელდება საჰაერო თავდასხმები დრონებით და სხვა ქმედებები, რაც არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. “რამშტაინის” ბაზაზე, ამერიკელები მასპინძლობენ კონფერენციებს, თითქოს “ოკუპაციის აქტი”(მეორე მსოფლიო ომის შემდგომი) ჯერ კიდევ ძალაშია.
ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ 78 წლის შემდეგ დროა, ამერიკელმა ჯარისკაცებმა დატოვონ გერმანია. სხვა მოკავშირეების ძალები უკვე დიდი ხანია, რაც გერმანიიდან გავიდნენ. ჩვენ ამ პოზიციაზე ვრჩებით: უნდა მოხდეს ამერიკული ბირთვული შეიარაღების გერმანიიდან გატანა.”
ბუნდესტაგის ტრიბუნიდან დეპუტატმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის საგარეო პოლიტიკა და ასევე ხაზი გაუსვა უკრაინის ომის მოლაპარაკების გზით შეწყვეტის აუცილებლობას.
“ასევე, უნდა გაწყდეს ისეთი ურთიერთობა, რომელიც გულისხმობს მონურ მორჩილებას ამერიკის საგარეო პოლიტიკის მიმართ, რაც გამოიხატება ომით, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით და გადატრიალებების მხარდაჭერით.
უნდა მოხდეს გერმანიის და მთლიანად ევროპის ემანსიპაცია ამერიკის ადმინისტრაციის ვასალობისგან და დიპლომატიური ინიციატივებით უნდა მოხდეს უგუნური ეკონომიკური პროქსი ომის დასრულება” – განაცხადა სევიმ დაგდელენმა
წყარო: https://geopoliticaleconomy.com/2023/03/31/germany-us-soldiers-nuclear-weapons/