პოლიტიკასხვადასხვა

ბრძოლის ველზე განცდილი მარცხის შემდეგ, უკრაინა გერმანიას კიდევ უფრო მეტი Leopard 2-ების გაგზავნას სთხოვს

0

17 ივნისი, 2023 წ.

მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის ველზე დასავლური ტანკების დანაკარგის მასშტაბებს ეჭვის თვალით უყურებენ, კიევი ბერლინს კიდევ უფრო მეტი ჯავშანტექნიკის გაგზავნას სთხოვს.

გერმანიაში უკრაინის ყოფილი ელჩის, ანდრეი მელნიკის თქმით, გერმანიამ უკრაინას კიდევ უფრო მეტი ტანკი (Leopard 2) უნდა გაუგზავნოს, რადგან გადამწყვეტი კონტრშეტევისას მათ ოქროს ფასი აქვთ.

ყოველდღიურ გერმანულ გაზეთ „ტაგესპიგელის“ (Tagesspiegel) ინფორმაციით, მელნიკმა განაცხადა: „უკრაინულ არმიას სასწრაფოდ სჭირდება კიდევ უფრო მეტი დასავლური საბრძოლო ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა და სხვა ტიპის ჯავშანტექნიკა“.

გაზეთში აღნიშნულია, რომ გერმანიამ უკრაინას საჩუქრად 18 ძირითადი საბრძოლო ტანკი Leopard 2 გადასცა, თუმცა არსენალში კიდევ 300 ტანკი ჰყავს. სწორედ ამიტომ, მელნიკი აცხადებს, რომ ბერლინმა თავი „საფრთხეში რომ არ ჩაიგდოს“, მეტი ხელგაშლილობა უნდა გამოიჩინოს. მელნიკმა 60 „მარდერიც“ (Marder − გერმანული წარმოების ქვეითთა საბრძოლო მანქანა) მოითხოვა.

გაზეთის ინფორმაციით, გერმანელი მაღალჩინოსნები, რომლებიც პარტია „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრები არიან, ამბობენ, რომ „განადგურებული მასალები უნდა ჩანაცვლდეს“.

ამ დროისთვის უცნობია, თუ რამდენი „ლეოპარდ 2“ განადგურდა ბრძოლის ველზე. რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული არხების განცხადებით, უკრაინაში რამდენიმე გერმანული ტანკი ააფეთქეს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ქვეყნის უმაღლესი სამხედრო ჯილდო იმ ჯარისკაცებს გადასცა, რომლებმაც, როგორც ამბობენ, გერმანული ტანკები გაანადგურეს.

წყარო: https://www.breitbart.com/europe/2023/06/12/tanks-a-lot-after-battlefield-losses-ukraine-tells-germany-to-send-more-leopard-2s/