პოლიტიკასხვადასხვა

ბრიუსელში დაწყებული კორუფციული სკანდალი აჩვენებს, რომ ევროკავშირის ცენტრი ბოლომდე დალპა

0

ევროპარლამენტში დაწყებული შოკისმომგვრელი კორუფციული ინციდენტი იმაზე მიუთითებს, რომ ევროპის მმართველი ზემდგომი კასტის მეთვალყურეობის რეალური კონტროლის მექანიზმები და დემოკრატიული ინსტრუმენტები უბრალოდ არ არსებობს – წერს პოლონელი პოლიტიკური მიმომხილველი ადრიან სტანკოვსკი.
ბრიუსელის პატარა სამყარო ზუზუნებს. ყველა ევროპარლამენტის უკვე ყოფილ ვიცე-პრეზიდენტზე, ევა კაილიზე, საუბრობს, რომელიც ფულით სავსე ჩანთებით დააკავეს. ევროკავშირის ორგანიზაციების მიმართ ნდობის სრულიად დაკარგვის რისკს აღიარებს როგორც რიგითი მოქალაქე, ასევე ევროპარლამენტის პრეზიდენტი.
ბერძენი სოციალისტი დეპუტატის გარშემო აგორებული სკანდალი მხოლოდ სამარცხვინო გამონაკლისი არ გახლავთ.
თანაბარი მნიშვნელობის პრობლემებმა შესაძლოა ევროკომისიაზეც მოახდინოს გავლენა. რამდენიმე კომისარს შესაძლოა ბრალი წაუყენონ, მათ შორის კომისიის პრეზიდენტს კოვიდ-19-ის ვაქცინების შეძენასთან დაკავშირებული ბუნდოვანი კონტრაქტის გამო.
სკანდალებმა შეარყია მართლმსაჯულების ევროპული სასამართო და ევროკავშირის აუდიტორული ინსტიტუტები: ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო და ევროპის აუდიტორთა სასამართლო. რეალური კონტროლის მექანიზმების უქონლობა აშკარად ჩანს პროცედურებისა და დემოკრატიული ინსტრუმენტების არარსებობაში, რასაც ევროპის მმართველი მაღალი თანამდებობის პირები სათავისოდ იყენებენ.
ეს ჯგუფი, რომელსაც ევროკავშირში ძალაუფლება უპყრია ხელთ, რა თქმა უნდა, კონკრეტული მნიშვნელოვანი ცვლილებით არ დაინტერესდება, რადგან ეს ბოლოს მოუღებს ამ პოლიტიკურ კარტელს. დემოკრატიული ცვლილებების სიმცირე და ეროვნული სახელმწიფოების როლის უგულებელყოფა აუცილებლად გამოიწვევს ამ დაწყლულებული ევროპული კონსტრუქციის ლპობასა და ნგრევას.

წყარო: https://is.gd/ScRdiE