„დომინოს თეორიას“ წლების წინ დიდი წარმატებით იყენებდნენ ამერიკული საზოგადოების მანიპულაციისთვის, რათა მას ვიეტნამის ომისთვის მხარი დაეჭირა. საინტერესოა ისევ იმუშავებს იგივე ნარატივი და დასავლეთს რუსეთთან მესამე მსოფლიო ომის მხარდაჭერას აიძულებს?
როგორც ჩანს, ასე ფიქრობს სერ ჯეიმს ჰოვარტი, რომელიც 2010-2012 წლებში დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სტრატეგიის მინისტრად მსახურობდა. იგი სწორედ ამ გარემოებას იყენებს, რათა უკრაინაში ნატოს ჯარისკაცების გაგზავნა გაამართლოს.
უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკელთა და ევროპელთა დიდ ნაწილს რუსეთის და შესაძლოა მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ომში ჩართვის არანაირი ინტერესი არ აქვს. თუმცა, როგორც ჩანს, ისტებლიშმენტი მაინც აპირებს ამ საკითხის წამოწევას. NATO-ს მხრიდან ტანკების მიწოდებასა და დიდი რადიუსის რაკეტების შესაძლო განთავსებას რუსეთის შესაბამისი პასუხი მოჰყვება, რასაც ალიანსი კონფლიქტის ესკალაციის მიზეზად გამოიყენებს.
ჯეიმს ჰოვარტი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომელსაც ბევრი ალტერნატიული მედია გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმეორებდა – NATO-ს ჯარის მხარდაჭერის გარეშე უკრაინა ჩიხში მოექცა. ფულისა და იარაღის მიწოდება სხვა არაფერია თუ პრობლემების მოგვარების დროებითი საშუალება; ომებს კაცები იგებენ.
ყოფილი მინისტრის აზრით, უკრაინა ძალიან დიდია იმისთვის, რომ მარცხი განიცადოს. იგი ვარაუდობს, რომ NATO რეგიონში რუსეთის გაბატონებას არ დაუშვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსკოვი გათამამდება და მეზობელ სახელმწიფოებს დაესხმება თავს. ამ არგუმენტის მხარდასაჭერად არანაირი მტკიცებულება არ მოიპოვება, თუმცა ცხადია, რომ NATO-ს იმედგაცრუებული წარმომადგენლები საზოგადოებაში რაღაცა სახის ვნებათაღელვის გამოწვევას ცდილობენ.
არიან კი მზად დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეები იმისთვის, რომ უკრაინისთვის იბრძოლონ და თავი გაწირონ? ნაკლებად სავარაუდოა.
წყარო: https://is.gd/yiZ741 | https://is.gd/kNeHmm