ეკონომიკასხვადასხვა

ბრიტანეთის მთავრობა, მოსახლეობას მათივე ფულით დაფინანსებული რეკლამით, ენერგო რესურსების ეკონომიისკენ მოუწოდებს

0

წლის ყველაზე ცივ სეზონზე, ბრიტანეთის მთავრობა საბიუჯეტო სახრსრებით აფინანსებს სოციალურ რეკლამას, რომლითაც ბრიტანელებს მოუწოდებს ენერგო რესურსების მოხმარების მაქსიმალურად შემცირებისკენ.

ზამთრის პიკში, როდესაც ტემპერატურა ნოლს ქვემოთაა, ბრიტანეთის ხელისუფლება გადასახადის გადამხდელთა ფულს – 20 მლნ ფუნტს ხარჯავს სარეკლამო კამპანიის წარმოებაში. ლონდონში ტემპერატურა -4 გრადუსია, მთავრობა კი რეკლამებით აპირებს ბრიტანელების დარწმუნებას, რომ მათ საკუთარი გასათბობი საშუალებები მინიმალურ რეჟიმზე ამუშაონ. კამპანიაში იგეგმება ცობადი სახეების და ოფიციალური პირების ჩართვაც იმისათავის, რომ მათ გავლენა იქონიონ საზოგადოებრივ აზრზე და სასურველი მესიჯი მიიტანონ ხალხთან.

აღნიშნულმა ფაქტმა გააღიზიანა მოსახლეობა, რომელსაც ისედაც მძიმე ტვირთად აწევს გაზრდილი კომუნალური გადასახადები.
“მთელი დღის განმავლობაში ვიყინები, იმიტომ რომ საღამოს საათებში მაინც შევძლო სახლის გათბობა, როდესაც ოჯახის ყველა წევრი სახლში ბრუნდება.”

“ჩემი გამათბობელი მინიმალურ რეჟიმზე მუშაობს, სანამ ჩემი შვილი სკოლიდან არ დაბრუნდება” – წერენ აღშფოთებული მომხმარებლები. ისინი, ფიქრობენ, რომ უმჯობესი იქნებოდა მთავრობას სარეკლამო კამპანიისთვის გამოყოფილი თანხები რეალური საჭიროებებისთვის დაეხარჯა, მაგალითად იმისთვის, რომ პენსიონერები საკუთარ სახლებში არ იყინებოდნენ.

წყარო: https://is.gd/p2B7mj